Thumbnail

ბასილაშვილი ჩოგბურთის ელიტაში - პირველად მეტრეველის შემდეგ!

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბასილაშვილი ოფიციალურად მსოფლიოს მე-20 ჩოგანია
  • პირველად ქართული ჩოგბურთის ისტორიაში

ATP-ის ახალ რეიტინგში 26 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი კარიერაში პირველად მოხვდა ტოპ ოცეულში! დღეს განახლებულ რეიტინგ-ლისტში ქართველი ჩოგბურთელი 1 820 ქულით მსოფლიოს მე-20 ჩოგანია. ნიკასთვის, როგორც ქულების რაოდენობა, ისე ადგილი მსოფლიოს კლასიფიკაციაში კარიერის ახალი რეკორდია. 

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ATP-ის TOP 20-ში საქართველოს წარმომადგენელია.

ოცეულიდან ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი გავარდა და მის ნაცვლად იქ ნიკოლოზ ბასილაშვილი მოხვდა. სწორედ ეს იყო ყველაზე სერიოზული ცვლილება. პირველ 16 ჩოგბურთელს რეიტინგში ცვლიბები არ შეხებია.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ყატარის ღია პირველობაზე

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ATP-ის TOP 20-ში საქართველოს წარმომადგენელია. მართალია, ალექსანდრე მეტრეველი 1974 წელს მე-9 ჩოგანი იყო, მაგრამ ის საბჭოთა კავშირის სახელით გამოდიოდა. 

საქართველოს სახელით ყველაზე მაღალი რეიტინგი ლეილა მესხს ჰქონდა, რომელიც 1991 წელს WTA-ს რეიტინგ-ლისტში მე-12 ჩოგანი იყო.

შეგახსენებთ, რომ ნიკამ წარმატებით დაიწყო ახალი სეზონი დოჰაში, ყატარის ღია პირველობაზე მეოთხედფინალში ითამაშა, სადაც ბრძოლაში დამარცხდა მსოფლიოს პირველ ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩთან. თამაშის შემდეგ ნოლემ ქართველი ჩოგბურთელი შეაქო. ბასილაშვილის მომდევნო ტურნირი ავსტრალიის ღია პირველობა იქნება.

TOP 5

1. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) - 9 135

2. რაფაელ ნადალი (ესპანეთი) -  7 480

3. როჯერ ფედერერი (შვეიცარია) - 6 420

4. ალეკსანდერ ზვერევი (გერმანია) - 6 385

5. ხუან მარტინ დელ პოტრო (არგენტინა) - 5 300

... 20. ნიკოლოზ ბასილაშვილი (საქართველო) - 1 820

კომენტარები

ბოლო ამბები