Thumbnail

ბუდუჩნოსტმა იგოკეა გაანადგურა - ბითაძემ სტუმრებს 12 ქულა ჩაუგდო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბუდუჩნოსტი ადრიატიკის ლიგის სამეულს დაუბრუნდა
  • ბითაძემ 23 წუთში 12 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა

ადრიატიკის ლიგის მე-14 ტურში გოგა ბითაძის ბუდუჩნოსტმა იგოკეას 26 ქულით, 96:70 მოუგო. ბითაძის გუნდმა პირველი ტაიმი 3 ქულით წააგო, მეორე ტაიმში კი მეტოქეს 29 ქულით აჯობა.

გოგამ 23:19 წუთში 12 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 4 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ბუდუჩნოსტმა პირველ ოთხეულში ადგილი დაიბრუნა. გოგას გუნდს 23 ქულა აქვს და მე-3 ადგილზეა. ბუდუჩნოსტი მომდევნო მატჩს ევროლიგაზე გამართავს. ბითაძის გუნდი 9 იანვარს მაკაბის წინააღმდეგ ითამაშებს. რაც შეეხება ადრიატიკის ლიგას, ბუდუჩნოსტის მომდევნო მეტოქე ამ ტურნირზე ბეოგრადი იქნება.

მატჩის მიმოხილვა 📺

 

კომენტარები

ბოლო ამბები