Thumbnail
  • გიორგი შერმადინის უნიკახამ საკუთარ არენაზე ტენერიფესთან წააგო
  • ბექა ბურჯანაძის გიპუსკოა სტუმრად ბრეოგანთან დამარცხდა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-15 ტურში გიორგი შერმადინის უნიკახამ საკუთარ არენაზე წააგო. ქართველი კალათბურთელის გუნდი ტენერიფესთან 17 ქულით, 78:61 დამარცხდა.

გიორგიმ 17 წუთში 8 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა. 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. შერმადინის გუნდმა მხოლოდ პირველი პერიოდი მოიგო, რის შემდეგაც სამივე პერიოდში დამარცხდა. უნიკახას 20 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა. შერმადინის გუნდი მომდევნო მატჩს ევროთასზე ცრვენა ზვეზდას წინააღმდეგ გამართავს.

ბექა ბურჯანაძის გიპუსკოამ ბრეოგანთან 12 ქულით წააგო - 83:71. ბურჯანაძის გუნდი ბოლო ადგილზეა და ACB-დან გავარდნის მთავარი კანდიდატია. ბექამ 31 წუთში 10 ქულა ჩააგდო.

ბურჯანაძემ 6-დან 1 ორქულიანი, ერთი სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. ქართველმა კალათბურთელმა ბურთი 10-ჯერ მოხსნა ფარიდან და 2 გადაცემა გააკეთა. ბურჯანაძემ მატჩი ორმაგი დუბლით დაასრულა. გიპუსკოას მომდევნო მეტოქე მანრესა იქნება, რომელიც პლეი ოფში გასასვლელად იბრძვის.

კომენტარები

ბოლო ამბები