Thumbnail

კონტინენტის ფარი | რა შემთხვევაში გავა ლოკომოტივი ჯგუფიდან?

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 12 იანვარი | ლოკომოტივი V ფიამე ორო
  • ლოკომოტივს ბონუსით მოგება და კალვიზანოს მარცხი სჭირდება

2019 წლის 12 იანვარს ავჭალის სარაგბო სტადიონზე პირველი სარაგბო მატჩი გაიმართება. საქართველოს ჩემპიონი თბილისის ლოკომოტივი იტალიურ კლუბს, ფიამე ოროს უმასპინძლებს და მოგების შემთხვევაში კონტინენტის ფარის პლეი ოფში გასვლის შანსს შეინარჩუნებს.

პირველი მატჩი ამ გუნდებს შორის 8 დეკემბერს გაიმართა და ლოკომოტივის გამარჯვებით, 29:22 დასრულდა. ეს იყო ლოკომოტივის პირველი გამარჯვება ევროტურნირებზე. ერთ კვირაში კი თბილისურმა გუნდმა კალვიზანოს 20:13 მოუგო. სამწუხაროდ, ამ მატჩის მიწურულს ლელო მასპინძლებმა გაიტანეს და ბონუსი აიღეს, რითაც ჯგუფში პირველი ადგილი შეინარჩუნეს და პლეი ოფში გასვლაც მხოლოდ ლოკომოტივის წარმატებაზე დამოკიდებული აღარაა.

ლოკომოტივს 9 ქულა აქვს და კალვიზანოს ერთი ქულით ჩამორჩება. თბილისურ გუნდს ბონუს ქულის აღება სჭირდება ფიამე ოროსთან, თუმცა ყველაფერი მაინც იტალიაში გასამართ მატჩზე იქნება დამოკიდებული. კალვიზანოს გამარჯვების შემთხვევაში ლოკომოტივი ჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებს და პლეი ოფში ვერ გავა. თუ ფიამე ორო მოიგებს, ამ შემთხვევაში პირველ ადგილზე ლოკომოტივი გავა და პადოვას ან როვიგოს შეხვდება.

მომენტი როდესაც წინ წლის პირველი თამაშია 💥💥💥 🇬🇪 ლოკომოტივი v ფიამე ორო 🇮🇹 | 12/01/2019 15:00, ავჭალის სტადიონი დასწრება თავისუფალია #უქომაგელოკოს 🔵⚫️

Posted by რკ ლოკომოტივი • RC Locomotive on შაბათი, 05 იანვარი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები