Thumbnail

'ისტორიაში საუკეთესო ვარ!' - ლებრონი ამ ფრაზის გამო გააკრიტიკეს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ლებრონმა განაცხადა, რომ NBA-ს ისტორიაში საუკეთესოა
  • "არცერთი ლეგენდა არ გამოსულა და არ უთქვამს, რომ ისტორიაში საუკეთესოა"

ლებრონ ჯეიმსმა განაცხადა, რომ ისტორიაში საუკეთესო კალათბურთელია. ამ ფრაზას, სპეციალისტების და ვეტერანი კალათბურთელების კრიტიკა მოჰყვა.

"არ ვიცი ეს რატომ თქვა, იქნებ ჩვენ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ბაძავს და თავის კარგად გაყიდვა უნდა..." თქვა ბოსტონ სელტიკსის პრეზიდენტმა დენი ეინჯიმ. თუმცა ეინჯის ნთქვამი ემინ ელჰასანმა იმით გააქარწყლა, რომ მას ლებროთან პირადი უთანხმოება აქვს.

"ლეგენდები არ გამოდიან და არ ამობობენ, რომ ისტორიაში საუკეთესოები არიან - არავის ეს არ უთქვამს..." ამბობს ჩიკაგო ბულსის ლეგენდა სკოტი პიპენი.

"ისტორიაში საუკეთესოა ის, ვინც ტიტული სამჯერ მოიგო, შემდეგ წავიდა, დაბრუნდა და კიდევ 3 ჩემპიონობა იზეიმა" პიპენმა მაიკლ ჯორდანზე მინიშნება გააკეთა.

შედარებით რბილი იყო ჩონსი ბილაპსი, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ნორმალურია "ლებრონი რაშმორის მთაზეა გამოსახული, თუმცა ყველაზე მაღლა ვერ დავაყენებ. თუმცა ის ფაქტი, რომ ეს თქვა მომწონს..."

კომენტარები

ბოლო ამბები