Thumbnail

ყველაზე ‘მოხუცი’ 1977 წლის შემდეგ - კარლოვიჩმა ჩოგბურთის ისტორია გადაწერა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • თებერვალში 40 წლის ხდება, მაგრამ ჩოგბურთს მაინც მაღალ დონეზე თამაშობს
  • ხორვატი ყველაზე ასაკოვანი ATP-ფინალისტია 1977 წლის შემდეგ

ივო კარლოვიჩს თავის ხანგრძლივ კარიერაში თითქმის 13 000 ეისი აქვს გაკეთებული. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 39 წლისაა და მალე 40-ის ხდება, ჩოგბურთს ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალ დონეზე თამაშობს. 

აყლაყუდა ხორვატმა (2,11 მეტრი) ახალი რეკორდი დაამყარა: ივო კარლოვიჩი გახდა ყველაზე ასაკოვანი ჩოგბურთელი კენ როზუოლის შემდეგ (1977), რომელიც ATP-ის ტურნირის ფინალში გავიდა (ინდოეთში, პუნას ტურნირზე). კარლოვიჩმა, რომელიც 28 თებერვალს 40 წლის გახდება, ნახევარფინალში ბელგიელი სტივ დარსი დაამარცხა - 7:6, 4:6, 6:3.

ვეტერანი ხორვატი ფინალში სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონთან 6:7, 7:6, 6:7 დამარცხდა. ივო ტოპ 100-ში ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა.

აქვე ვთქვათ, რომ როზუოლი 1977 წელს ჰონგკონგის ტურნირის ფინალში 43 წლის ასაკში გავიდა და ყველაზე ასაკოვანი ATP-ფინალისტია. ავსტრალიელმა 1953-დან 1974 წლამდე დიდი სლემის 8 ტურნირი მოიგო. ივო კარლოვიჩს დიდი სლემი არასდროს მოუგია - მისი მაქსიმუმი მეოთხედფინალია. სამაგიეროდ, კარლოვიჩი ეისების დიდი შემოქმედია...

კომენტარები

ბოლო ამბები