Thumbnail

მოურინიოს სამსახური შესთავაზეს! დაბრუნდება ჟოზე წარსულში?

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჟოზე მოურიონიოს ყოფილი კლუბი ეპატიჟება
  • პორტუგალიური პრესა: პირველი მოლაპარაკებები უკვე შედგა

ჟოზე მოურინიო უსამსახუროდ დიდხანს რომ არ დარჩება, ეს ცხადია. საქმე ისაა, რამდენად დაუძახებენ მას ტოპ-კლუბში მანჩესტერ იუნაიტედში ფიასკოს შემდეგ. პორტუგალიელი სპეციალისტის ამბიციებს თუ გავითვალისწინებთ, მას მხოლოდ გრანდში მუშაობა სურს, მაგრამ ერთია, რა უნდა ჟოზეს და მეორე - ვინ რას შესთავაზებს.

ევროპულ სპორტულ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, მოურინიოს ეპატიჟება კლუბი, რომელშიც ის ერთხელ უკვე მუშაობდა. ვგულისხმობთ ლისაბონის ბენფიკას, სადაც ახლახან რუი ვიტორია გაათავისუფლეს. ჩვენი პორტუგალიელი კოლეგების ინფორმაციით, პირველი მოლაპარაკებები უკვე შედგა და ბენფიკას ხელმძღვანელები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ჟოზე დაითანხმონ.

პოტუგალიური გაზეთი “რეკორდი” წერს, რომ ბენფიკას ჟოზესთვის არ შეუძლია ისეთი ხელფასის გადახდა, როგორსაც ეს უკანასკნელია მიჩვეული (15 მილიონი ევრო წელიწადში). ამიტომ, გამორიცხული არ არის, რომ ჟოზე ლისაბონში მხოლოდ სეზონის ბოლომდე დასაქმდეს.

2000 წელი: ჟოზე მოურინიო ბენფიკაში

როგორც უკვე ვთქვით, მოურინიო ბენფიკას მთავარი მწვრთნელი ერთხელ უკვე იყო. მან უდიდესი ტრადიციების მქონე პორტუგალიური კლუბი 2000 წლის ზაფხულში ჩაიბარა და მაშინ გერმანელი იუპ ჰაინკესი შეცვალა. თუმცა, მოგვიანებით ბენფიკას პრეზიდენტი მანუელ ვილარინიო გახდა, რომელსაც ჟოზე გულზე არ ეხატებოდა და მისთვის კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი თქვა, რის გამოც მოურინიომ პოსტი 2000 წლის დეკემბერშივე დატოვა. მაშინ ჟოზე 37 წლის იყო, ახლა კი 55-ისაა.

კომენტარები

ბოლო ამბები