Thumbnail

მარადონა გადარჩა! არგენტინელთა ლეგენდას ოპერაცია დასჭირდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დიეგო მარადონას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა
  • ლეგენდარულ არგენტინელს ოპერაცია დასჭირდა 

ლეგენდარულ არგენტინელ ფეხბურთელს დიეგო მარადონას ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმებმა დიეგოს კუჭიდან სისხლდენა დაუფიქსირეს. მას საავადმყოფოში გეგმიური სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს, რის შემდეგაც არგენტინელს ქირურგების დახმარება დასჭირდა. ახლა უკვე ყველაფერი კარგადაა და ყოფილი ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს.

მექსიკაში გამგზავრებამდე, სადაც მარადონა მექსიკის მეორე ლიგის გუნდს წვრთნის, მან გეგმიური სამედიცინო შემოწმება ჩაიტარა, რა დროსაც დიეგოს კუჭიდან სისხლდენა დაუფიქსირეს. მისმა შვილმა, ცნობილმა მსახიობმა, დალმა მარადონამ საკუთარ გვერდზე დიეგოს ჯანმრთელობის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა.

დალმა მარადონა: ''ყველას, ვინც მამაჩემის ჯანმრთელობაზე მართლა ნერვიულობდა, ვეტყვი, რომ ის ახლა კარგადაა. ჯანი მის გვერდითაა და ცოტა ხანში დიეგო სახლში წავა. იმ ფოტოსაც გამოვაქვეყნებდი, რომელიც მათ გამომიგზავნეს, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით ყველაფრის გამოქვეყნება ჩემი სტილი არაა.''

კომენტარები

ბოლო ამბები