Thumbnail

ხუთი რამ, რაც 2019 წელს eSports ინდუსტრიაში მოხდება

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • მობილური თამაშების პოპულარობა კიდევ უფრო მოიმატებს
  • Blizzard-ს უახლოეს მომავალში სერიოზული პრობლემების მოგვარება უწევს
  • Battle Royal ჟანრი კვლავ პოპულარული იქნება

2018 დასრულდა და ვერავინ უარყოფს, რომ eSports ინდუსტრიისთვის საოცარი წელი გამოვიდა. პოპულარული ინვესტორების, ახალი ტურნირების და საოცარი მატჩების გამო შარშანდელი წელი ყველას დიდხანს ემახსოვრება, მაგრამ რას უნდა ველოდოთ 2019-ში? ამ ეტაპზე საუბარი მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეგვიძლია, მაგრამ რა თქმა უნდა, გამოთქმულ მოსაზრებებს საკმაოდ მყარი საფუძველი ექნება.

Overwatch-ის პრობლემები გაგრძელდება?

Blizzard-მა Overwatch League-სთვის რვა ახალი ინვესტორი იშოვა და თითოეულმა მათგანმა 30-60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. თითქოს ყველაფერი იდეალურადაა არა? რა თქმა უნდა - არა. ელექტრონული სპორტის ენთუზიასტების დიდი ნაწილი ამბობს, რომ თამაში საყურებლად არც ისე კარგია და ტურნირების 'ონლაინ' აუდიტორიის ოდენობა არ იმატებს. Blizzard მაყურებლისთვის იდეალური გარემო შექმნას ცდილობს, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოსდის.

Ovewratch League 2018 წელს შეიქმნა

გემახსოვრებათ ისიც, რომ მოთამაშეები არც თუ იშვიათად იქცეოდნენ 'ცუდად' (ჰომოფობიური და რასისტული გამონათქვამები), რაც ახალ ინვესტორებს აფრთხობს. მართალია OWL-ს ამ ეტაპზე ფინანსური პრობლემები არ აქვს, მაგრამ რა მოხდება, თუკი ისინი წავლენ? Activision-ს ახალი სპონსორების შოვნა ძალიან გაუჭირდება.

Overwatch League-ს მეორე სეზონი 14 თებერვალს აიღებს სტარტს და ვფიქრობთ, რომ პირველ ტურნირს უდიდესი მნიშვნელობა ექნება. თუკი კომპანიებმა ხსენებული პრობლემები ვერ მოაგვარეს და მაყურებელს, თუ 'გეიმერებს' თამაშის რწმენა არ დაუბრუნეს, შესაძლოა Overwatch-საც Heroes of The Storm-ის ბედი ეწიოს.

'ბეთლროიალები' კვლავ აქტუალური იქნება

2018 'ბეთლროიალების' წელი იყო. PUBG-ს და Fortnite-ს უამრავი ადამიანი თამაშობს. მიუხედავად ამისა, ელექტრონული სპორტის სცენაზე თავი ვერც ერთმა მათგანმა ვერ დაიმკვიდრა. H1Z1-ის პროფესიონალური ლიგა პრაქტიკულად არ არსებობს. PUBG წინ მიიწევს და კარგი ტურნირებიც ტარდება, მაგრამ თამაშს Fortnite-ს პოპულარობამ დიდი პრობლემები შეუქმნა. თავად Epic Games-ს რაც შეეხება - კომპანიამ სპორტული სცენის შექმნა ჯერჯერობით ვერ მოახერხა და ამ შეცდომების გამოსწორებას 2019-ში შეეცდებია.

ჩვენი ვარაუდით 'ბეთლროიალ' თამაშები 2019 წელს კვლავ პოპულარული იქნება და ამას Call of Duty Blackout-ის გამოსვლაც შეუწყობს ხელს. PUBG Corp. ექვს პროფესიონალურ ლიგას და სამ საერთაშორისო ტურნირს აანონსებს, ხოლო Epic Games-ს კი მილიონობით დოლარის დახარჯვა შეუძლია, ასე რომ ინდუსტრიისთვის საინტერესო დრო დგას.

კლუბები ელექტრონულ სპორტში ინვესტირებას გააგრძელებენ

ბოლო წლებში ტრადიციული სპორტულმა კლუბები ელეტრონული სპოტითაც დაინტერესდნენ. ამის კარგი მაგალითი ePremier League-ა და eMLS-ია, სადაც პრაქტიკულად უმაღლეს დონეზე მოთამაშე ყველა კლუბს ჰყავს წარმომადგენელი.

Pitsburg Knights და Pitsburg Steelers აქტიურად თანამშრომლობენ

ამ ტენდენციის შეჩერება წარმოუდგენელია. ელექტრონული სპორტის პოპულარობა სწრაფად იმატებს და ის ბიზნესმენები, რომლებიც სპორტულ კლუბებს ფლობენ, ახალ ინდუსტრიაში ფულის შოვნის შანსის ხელიდან გაშვებას არ აპირებენ. ველით, რომ 2019 წელს კიდევ უფრო მეტი გუნდი დაინტერესდება და eSports სპორტის ტრადიციულ სახეობებს კიდევ უფრო დაუმეგობრდება .

მობილური eSports წინ დიდ ნაბიჯებს გადადგამს

დღესდღეობით ყველას შეუძლია ხელში მობილური ტელეფონის აღება და სხვა ადამიანების წინააღმდეგ რეალურ დროში თამაში (Do you guys not have phones?). ეს მობილური eSports-ის განვითარებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. 

2018 წელს Clash Royale League-ს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი იაპონიაში, ტოკიოში გაიმართა და ღონისძიებას დადებითი გამოხმაურება ჰქონდა. შეხვედრების საყურებლად უამრავი ადამიანი მივიდა, თან არავისთვისაა საიდუმლო, რომ იაპონიაში მობილურ ტელეფონზე 'გეიმინგი' ბევრად უფრო პოპულარული და გავრცელებულია, ვიდრე პერსონალურ კომპიუტერზე, ან კონსოლზე.

ხელმისაწვდომობა უდიდესი პლუსია - მობილურ თამაშებს აღარ უწევთ, რომ მათი კომპიუტერული 'მამების' პორტატული ვარიანტებად იქცნენ. ტელეფონზე 'გეიმინგს' უკვე საკუთარი ნიშა აქვს და ვეჭვობთ, რომ ამ ნიშის მიმდევართა რაოდენობა მომავალში მკვეთრად მოიმატებს.

შეცდომების გამოსწორება

Echo Fox-მა უკვე გააცხადა, რომ ორგანიზაციაში სერიოზული ცვლილებები იგეგმება და გუნდები CoD-ში და GoW-შიც შექმნა. ისიც უნდა ითქვას, რომ Infinite Esports-მა, რომელიც Optic Gaming-ის მშობელი კომპანიაა, თანამშრომლების დიდი ნაწილი გაათავისუფლა, რადგან ზრდის ტემპები კომპანიის გეგმებს არ შეესაბამებოდა.

ნამდვილად არ გაგვიკვირდება, თუ მომავალ წელს სხვა კომპანიები და ორგანიზაციებიც შეცვლიან მიდგომებს და საქმეს უფრო პროფესიონალურად მიუდგებიან. დიდ თამაშებში (LoL, Overwatch, Dota2, CS:GO) გუნდების და ფინანსების რაოდენობის ზრდასთან ერთად მოთხოვნა კიბერ სპორტსმენებზეც იზრდება და რაც დრო გადის კომპანიებს ხარჯები ემატებათ. იმისთვის, რომ წინსვლა განაგრძო ხანდახან ერთი ნაბიჯის უკან გადადგმაა საჭირო. 

კომენტარები

ბოლო ამბები