Thumbnail

საუკეთესო გოლი - თორნიკე ოქრიაშვილის მაკრატელა გულშემატკივართა რჩეულია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • თორნიკე ოქრიაშვილის გოლი სეზონის პირველი ნაწილის საუკეთესო გოლად დაასახელეს
  • ქართველმა ფეხბურთელმა კრასნოდარში ეს პრიზი მეორედ მოიგო

კრასნოდარის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2018-2019 წლის სეზონის პირველი ნაწილის საუკეთესო გოლი გამოვალინეს. გულშემატკივართა რჩეული თორნიკე ოქრიაშვილის მაკრატელა გახდა, რომელიც ქართველმა ფეხბურთელმა ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე, სევილიასთან გაიტანა. გამოკითხვაში ამ გოლმა ხმათა 35,1% დააგროვა.

📺 თორნიკე ოქრიაშვილის 'მაკრატელა' სევილიას კარში

ქართველმა ფეხბურთელმა კრასნოდარში ეს პრიზი მეორედ მოიგო. 2018 წლის ივნისში ოქრიაშვილის გოლი ზენიტთან 2016-2017 წლების სეზონის საუკეთესო გოლად დასახელდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ამჟამად უკლუბოდაა - ცოტა ხნის წინ კრასნოდარმა მას ხელშეკრულება გაუწყვიტა.

კრასნოდარმა სეზონის პირველი ნაწილის საუკეთესო გოლად კიდევ ერთი გოლი აირჩია. ხელმძღვანელობამ მაურისიო პერეირას მიერ ასევე სევილიასთან გატანილი გოლი თავის რჩეულად დაასახელა.

📺 მაურისიო პერეირას გოლი სევილიასთან

კომენტარები

ბოლო ამბები