Thumbnail

შუმახერის ვირტუალური მუზეუმი - მიხაელის ოფიციალური აპლიკაცია პირველ ადგილზეა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მიხაელ შუმახერის ოფიციალური აპლიკაცია ძალიან პოპულარულია
  • App-Store-ში შუმის აპი უკვე პირველ ადგილზეა

მიხაელ შუმახერის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ლეგენდარული ავტომრბოლის ოჯახმა ოფიციალური აპლიკაცია შექმნა, რომელიც შუმის გრანდიოზული კარიერისა და ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ეს ფაქტობრივად ვირტუალური მუზეუმია, რომლითაც მიხაელის ნებისმიერი გულშემატკივარი და ზოგადად ფორმულა 1-ისა და ავტოსპორტის ყველა მოყვარული ისიამოვნებს.

შუმახერის აპლიკაცია სპორტულ აპებს შორის, App Store-ში პირველივე დღეს პირველ ადგილზე გადავიდა. ეს ინფორმაცია შუმახერის მენეჯმენტმა ოფიციალურად დაადასტურა.

ეს ფაქტობრივად ვირტუალური მუზეუმია, რომლითაც მიხაელის ნებისმიერი გულშემატკივარი ისიამოვნებს

აპლიკაციაში თვალს გადაავლებთ მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონის კარიერას, დაათვალიერებთ მის ბოლიდებს 3D-ში და მოუსმენთ ბოლიდების ძრავის ხმას. ასევე ნახავთ შუმის სტატისტიკას, რეკორდებს და 2013 წელს ჩაწერილ ინტერვიუს. აპლიკაცია ასევე გთავაზობთ ვირტუალურ ტურებს სხვადასხვა ტრეკებზე - მათ შორის, კარტინგის ისტორიულ, კერპენ-მანჰაიმის ტრეკზე, სადაც შუმახერი ბავშვობაში ასპარეზობდა.

მიხაელ შუმახერის ოფიციალური აპლიკაციის გადმოწერა შეგიძლიათ აქ.

კომენტარები

ბოლო ამბები