Thumbnail

რეალმა ისევ ვერ მოიგო - კასორლამ სამეფო კლუბს დუბლი შეუსრულა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • რეალმა სამი ქულა ბოლო წუთებზე დაკარგა
  • ვილიარეალს ქულა სანტი კასორლამ გადაურჩინა

ლა ლიგის მე-17 ტურში მადრიდის რეალი ვილიარეალს 'კერამიკაზე' ესტუმრა და ახალი წელი მოგებით ვერ დაიწყო. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. მასპინძლებმა შეხვედრაში სწრაფი გოლის გატანა შეძლეს. მატჩის მე-4 წუთზე სანტი კასორლამ ლამაზი დარტყმით ვილიარეალი დააწინაურა. რეალმა 3 წუთში გაათანაბრა, კარიმ ბენზემამ წონასწორობა თავური დარტყმით აღადგინა. 'სამეფო გუნდი' მე-20 წუთისთვის უკვე იგებდა. კიდევ ერთმა ფრანგმა, ვარანმა მეორე გოლი გაიტანა და რეალი წინ გაიყვანა.

სოლარის გუნდმა მაინც ვერ მოიგო. სანტი კასორლამ 82-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და ვილიარეალს ქულა გადაურჩინა. რეალს 30 ქულა დაუგროვდა და ბარსელონას 7 ქულით ჩამორჩება. მათი მომდევნო მეტოქე სოსიედადი იქნება. ვილიარეალი კი მომდევნო ტურში 'იპურუაზე' ეიბარს ესტუმრება.

საინტერესო ფაქტები და სტატისტიკა

კარიმ ბენზემას ლა ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელთა შორის, მიმდინარე სეზონში, თავით ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი. (5 გოლი)

გარეთ ბეილი ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტჯერ შეცვალეს. ის 15-ჯერ გაიყვანეს მინდვრიდან. უელსელმა ამჯერად ტრავმის გამო დატოვა მინდორი.

სანტი კასორლამ ლა ლიგაში ბოლოს 7 წლის წინ, მალაგას შემადგენლობაში შეძლო გოლის გატანა.

კომენტარები

ბოლო ამბები