Thumbnail
  • ნოვაკ ჯოკოვიჩის კომენტარი
  • ბასილაშვილის კარგი თამაში მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა

დოჰაში ყატარის ღია პირველობის მეოთხედფინალში მე-5 ნომრად განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს პირველ ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდა და სამ სეტში დამარცხდა - 6:4, 3:6, 4:6.

წაგების მიუხედავად, ბასილაშვილმა ძალიან კარგად ითამაშა და მსოფლიოს პირველ ჩოგანს 2-საათიანი ბრძოლა გაუმართა. ეს თავად გამარჯვებულმაც აღნიშნა:

ნოლემ ნიკას დარტყმა შეუქო

"ვფიქრობ, დღეს ბასილაშვილმა დიდებულად ითამაშა თავიდანვე, მაგრამ მე მისგან ასეთ თამაშს ველოდი. ვიცოდი, რომ ბოლო 10 თვეა, რაც ის საუკეთესო ჩოგბურთს აჩვენებს კარიერაში. მას ერთ-ერთი საუკეთესო დარტყმა აქვს. ნიკოლოზს ახალ სეზონში ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ", - განაცხადა ნოლემ მატჩის შემდეგ. 

კომენტარები

ბოლო ამბები