Thumbnail
  • მილანი 111:94 ბუდუჩნოსტი
  • გოგა ბითაძე: 23 ქულა, 8 მოხსნა, 3 დაფარება

ევროლიგის რეგულარული სეზონის მე-16 ტურში გოგა ბითაძის ბუდუჩნოსტი ოლიმპია მილანს ესტუმრა და 94:111 დამარცხდა. ეს მონტენეგროული კლუბის მე-13 მარცხი იყო 16 მატჩში და ბუდუჩნოსტი ბოლოსწინა, მე-15 ადგილზე რჩება. 

გოგა ბითაძეს ევროლიგის 2 თამაშში 7 ბლოკი დაუგროვდა.

მიუხედავად იმისა, რომ 19 წლის ბითაძე ევროლიგაზე სულ მეორე მატჩს ატარებდა კარიერაში და ის არც კი იყო სტუმართა სასტარტო ხუთეულში, გოგამ მატჩში საუკეთესოდ ითამაშა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი არა მარტო მატჩში მე-16 ტურის პირველი დღის შეხვედრებში საუკეთესო იყო (აიონთან ერთად).

გოგამ 13-დან 9 ნასროლი ჩააგდო თამაშიდან

ბითაძემ 26:50 წუთში 23 ქულა (1 სამქულიანი), 8 მოხსნა, 2 პასი და 3 დაფარება მიითვალა, მის წინააღმდეგ თამაში 8-ჯერ დაარღვიეს, თავად კი 4 პერსონალური შენიშვნა მიიღო. გოგას სუპერთამაშმა ბუდუჩნოსტს ვერ უშველა, რადგან პოდგორიცას გუნდი დაცვაში სუსტად თამაშობდა. 

9 იანვარს ბუდუჩნოსტი ევროლიგაზე ზედიზედ მესამე მატჩს გამართავს სტუმრად - მაკაბის ისრაელში ესტუმრება. 

კომენტარები

ბოლო ამბები