Thumbnail
  • სიტი 2:1 ლივერპული
  • საჩემპიონო ინტრიგა 'გაცოცხლდა'

ინგლისის პრემიერლიგის 21-ე ტურის ცენტრალური მატჩი მანჩესტერში "ეტიჰადზე" გაიმართა, სადაც ხოსეპ გვარდიოლად სიტიმ იურგენ კლოპის ლივერპულს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ეს ლივერპულის პირველი მარცხია მიმდინარე პრემიერლიგაში. 

კლოპი სეზონში პირველად გვარდიოლამ დაამარცხა

21 ტურის შემდეგ კვლავ იურგენ კლოპის გუნდი ლიდერობს 54 ქულით, თუმცა სიტისთან სხვაობა უკვე მხოლოდ 4 ქულაა.  

1:0 აგუერო (40)

მე-40 წუთზე ბერნარდო სილვამ მარცხნიდან ჩააწოდა და სერხიო აგუერომ ალისონს ძალიან მახვილი კუთხიდან გაუტანა. 

1:1 ფირმინო (64)

64-ე წუთზე ალექსანდერ-არნოლდის ჩაწოდებას რობერტსონი გამოეხმაურა და რობერტო ფირმინომ ახლო მანძილიდან გაუტანა ედერსონს. 

2:1 სანე (72)

72-ე წუთზე სტერლინგმა ლეროი სანეს გაატანინა. გერმანელის დარტყმული ძელს მოხვდა და ისე შევიდა ლივერპულის კარში. 

საინტერესო ფაქტები

⚽ ეტიჰადზე ლეროი სანემ 25 მატჩში 26 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა პრემიერლიგაში (9 გოლი, 17 ასისტი).

⚽ პრემიერლიგაში რობერტო ფირმინომ ბოლო 2 მატჩში 4 გოლი გაიტანა, მაშინ, როცა წინა 23-შიც ამდენივე გოლის გატანა შეძლო.

⚽  "ტოპ ექვსეულის" ფეხბურთელების გოლები 2011 წლიდან - 37 - სერხიო აგუერო, 21 ჰარი კეინი, 20 უეინ რუნი, 18 რობინ ვან პერსი, 17 ედენ აზარი. 

⚽ სერხიო აგუერო ეტიჰადზე ლივერპულს 7-ჯერ ეთამაშა და 7-ჯერვე გაუტანა.

სიტი 2:1 ლივერპული

გოლები: 1:0 აგუერო (40), 1:1 ფირმინო (64), 2:1 სანე (72)

სიტი (4-3-3): ედერსონი - დანილო, სტოუნსი, კომპანი (88. ოტამენდი), ლაპორტი (86. უოკერი) - ბერნარდო სილვა, ფერნანდინიო, დავიდ სილვა (65. გიუნდოგანი) - სტერლინგი, აგუერო, სანე

ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი - ვეინალდუმი (86. სტარიჯი), ჰენდერსონი, მილნერი (57. ფაბინიო) - სალაჰი, ფირმინო, მანე (77. შაჩირი)

კომენტარები

ბოლო ამბები