Thumbnail

LOL | ყველაფერი Riot Games-ის მიერ დაანონსებული ახალი ჩემპიონის შესახებ

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • Riot Games ახალ პერსონაჟს უახლოეს მომავალში შემოგვთავაზებს
  • ფანების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად - ჩემპიონი 'ტოპ-ლეინერია'

Riot Games-მა 2018 წლის აგვისტოში ე.წ. 'Roadmap' დადო, საიდანაც ჩემპიონების მოსალოდნელ განახლებებზე და ახალ პერსონაჟებზე რეგულარულად ვიღებთ საინტერესო ინფორმაციას. კომპანიამ სწორედ 'როუდმეფზე' დაანონსა ახალი ჩემპიონი და დეტალებისგან გამხელისგან ტრადიციულად შეიკავა თავი.

რა თქმა უნდა, Riot-ის სიჩუმემ ფანები ვერ შეაშინა და მათ 'რედიტზე' იმ დეტალების შეგროვება დაიწყეს, რომელიც ამა თუ იმ წყაროდან გახდა ცნობილი. ჩვენ თქვენთვის სწორედ ამ ინფორმაციას გავაერთიანებთ და შევეცდებით ჩემპიონის ოფიციალურ გამოსვლას მაქსიმალურად მომზადებულები შეგახვედროთ.

სამ იანვარს Riot-მა მორიგი 'თიზერი' შემოგვთავაზა, საიდანაც გავიგეთ, რომ ახალი პერსონაჟი 'ტოპ ლეინერი' იქნება. 'თიზერი' ორ ნახატს მოიცავდა, რომელზეც დემაციის ტახტზე დაბრძანებულ ადამიანს და ოქროს ჯაჭვებს ვხედავთ.

ახალი ჩემპიონი დემაციას სამეფო ტახტზე

მიღებული ინფორმაციიდან პერსონაჟის უნარების, ან გარეგნობის შესახებ ბევრი ვერაფერი შევიტყვეთ. მიუხედავად ამისა, რადგან 'თიზერები' Riot-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაიდო, მივხვდით რომ პერსონაჟს 'რუნტერაში' მიმდინარე მოვლენებთან აქვს პირდაპირი კავშირი და შესაძლოა დემაციის სამეფო გვარის წარმომადგენლების არც თუ კეთილგანწყობილ ნათესავთანაც გვქონდეს საქმე.

დემაციას უპირველესი მტერი ნოქსუსია, ამიტომაც ბევრი ვარაუდობდა, რომ ახალი ჩემპიონი ნოქსიელი იქნებოდა, თუმცა ფაქტები სხვა რამისკენ მიუთითებს. 'თიზერებში' ნოქსიური სიმბოლოები არ ჩანს, ხოლო ოქროსფერი ჯაჭვები კი ძალზედ 'დემაციურად' გამოიყურება. სწორედ ამიტომ, ფორუმებზე ვარაუდობენ, რომ ახალი პერსონაჟი დემაციელი კრიმინალია.

ჯაჭვებით დაბმული პერსონაჟი ძალიან ჰგავს 'Garen'-ს

მანამ სანამ თავად Riot Games ოფიციალურ ინფორმაციას გაავრცელებს, აღნიშნული ვარაუდების დადასტურების გზები არ არსებობს, თუმცა 'რედიტერები' როგორც წესი საკმაოდ სანდოები არიან. მათ თუ დავუჯერებთ, პერსონაჟის 'Q' მტერს ჯაჭვით ჰაერში ააგდებს და გარკვეულ ზიანს მიაყენებს, ხოლო 'ულტიმეითი' კი 'Gnar'-ის 'R'-ის მსგავსად ბევრ მეტოქეზე ერთდროულად იმოქმედებს.

ახალი ჩემპიონის შესახებ დამატებით ინფორმაციას მის გავრცელებისთანავე შეგატყობინებთ.

კომენტარები

ბოლო ამბები