Thumbnail

'საუკეთესო შემთხვევაში სამ თვეში' - თორნიკე შენგელიას დიაგნოზი დამძიმდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • თორნიკე შენგელია არა ერთ თვეს, არამედ, სამს გააცდენს
  • ქართველი კაპიტანი თითქმის მთელ რეგულარულ სეზონს გამოტოვებს

ევროლიგის მორიგი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ბასკონიას თავკაცმა ველიმირ პერასოვიჩმა ჩვენთვის ძალზე უსიამოვნო ინფორმაცია გააჟღერა - როგორც აღმოჩნდა, თორნიკე შენგელიას ტრავმა კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე პირველმა გამოკლევამ აჩვენა. 

შეგახსენებთ, რომ შენგელია მადრიდის რეალის არგენტინელმა ლეგიონერმა კამპაცომ დააშავა. მუხლის ჯვარედინი იოგების ტრავმა თავიდან "ერთთვიანი" ეგონათ, თუმცა პერასოვიჩმა განაცხადა, რომ შენგელია მოედანს "საუკეთესო შემთხვევაში სამ თვეში თუ დაუბრუნდება". 

"ჩვენთვის დიდი პრობლემაა, რომ თოკო დიდი ხნით დაგვაკლდება. ჩვენ უნდა გამოვნახოთ სათანადო რესურსი, რომ ეს პრობლემა აღმოვფხვრათ. ალბათ, ახალი მოთამაშეებიც დაგვჭირდება - შეუძლებელი იქნება სულ 8 კალათბურთელით თამაში", - განაცხადა ბასკონიას მწვრთნელმა ფენერბაჰჩესთან მატჩის წინ. 

მისთვის ევროლიგის რეგულარული სეზონი თითქმის დასრულებულია. შენგელია ასევე დააკლდება ესპანეთის სამეფო თასის გათამაშებას, რომელიც თებერვალში გაიმართება. 

ამ სეზონში ბასკონიას ქართველი კაპიტანი ACB ლიგის მთავარი ბომბარდირი იყო, ხოლო ევროლიგაზე საშუალოდ 12.7 ქულას, 4.5 მოხსნასა და 2.0 ასისტს ითვლიდა.  

კომენტარები

ბოლო ამბები