Thumbnail

'ამდენს ევროპის ვერც ერთი სხვა კლუბი ვერ გადაიხდის' - ჰოლანდიელები პსჟ-ში?

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • დე იონგი და დე ლიხტი ევროპის გრანდებს სურთ
  • პსჟ თითოეულში 70 მილიონ ევროზე მეტს იხდის

ზამთრის სატრანსფერო სეზონი გახსნილია. მართალია, ჯერ ერთი სერიოზული ტრანსფერიც არ განხორციელებულა, თუმცა მოლოდინი დიდია. განსაკუთრებით ბევრი გრანდია დაინტერესებული ამსტერდამის აიაქსის ნიჭიერი მოთამაშეებით - მატიას დე ლიხტით და ფრენკი დე იონგით. 

თუ Marca-ს დავუჯერებთ, პარი სენ-ჟერმენმა ამ დუეტზე ისეთი შემოთავაზება გაუკეთა აიაქსს რამდენიმე საათის წინ, რომ ვერც ერთი სხვა გრანდი ვერ შეძლებს მის გადაფარვას, ვერც რეალი და ვერც ბარსელონა. 

ზუსტი თანხა არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ პსჟ დე იონგში ადრე 70 მილიონ ევროს იხდიდა (რაზეც, დიდი ალბათობით, უარი მიიღო). ახლა კი თითოეული მათგანი მეტი ღირს. 

სხვა კლუბებიდან ყველაზე მეტად მანჩესტერ სიტი და ბარსელონა აქტიურობენ. ბარსელონაში იმედოვნებენ, რომ მდიდრული შეთავაზების მიუხედავად, დე იონგი კატალონიურ გრანდში გადასვლას არჩევს საფრანგეთში წასვლას. 

კომენტარები

ბოლო ამბები