Thumbnail

მოგებული სეტი მსოფლიოს პირველ ჩოგანთან - ბასილაშვილი ჯოკოვიჩს ეომა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 6:4, 3:6, 4:6 ნოვაკ ჯოკოვიჩი
  • ქართველმა 45 სარეიტინგო ქულა მოიპოვა

დოჰაში ყატარის ღია პირველობის მეოთხედფინალში მე-5 ნომრად განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს პირველ ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდა და სამ სეტში დამარცხდა - 6:4, 3:6, 4:6.

პირველი სეტი ქართველმა ჩოგბურთელმა 44 წუთში მოიგო. მან პირველივე მოწოდებაზე გაახერხა ბრეიქი, რაც მალევე კიდევ ერთხელ გაიმეორა და 4:1 დაწინაურდა. თუმცა სეტის იოლად მოგება ნიკას არ გამოუვიდა, სერბმა მაშინვე მოიგო ქართველის მოწოდებაზე გეიმი, თუმცა მეტი ვეღარ შეძლო და ბასილაშვილმა პირველი ხელი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა - 6:4. 

ბრძოლა თითქმის 2 საათი გაგრძელდა

მეორე სეტი ნოვაკ ჯოკოვიჩის უპირატესობით დაიწყო - პირველი სამი გეიმი მოიგო. 3:5-ზე ნიკამ გაიბრძოლა, ბრეიქპოინტიც ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა და 34 წუთში 3:6 დამარცხდა. 

მესამე სეტიც ბრეიქით დაიწყო ჯოკოვიჩმა, მაგრამ ნიკას პასუხი შესანიშნავი იყო - მოწოდება "ნულზე" მოუგო. "ნოლემ" 2:2-ზეც მოახერხა ქართველის მოწოდების მოგება. ამის შემდეგ მატჩის სადავეები ხელიდან აღარ გაუშვია და სეტი 6:4 მოიგო. მატჩი ჯამში საათსა და 59 წუთს გაგრძელდა.

ნახევარფინალში ჯოკოვიჩის მეტოქე ტურნირზე მე-7 ნომრად განთესილი რობერტო ბაუტისტა-აგუტია (24). ესპანელმა მეოთხედფინალში შვეიცარიელი ვავრინკა ორ სეტში დაამარცხა - 6:4, 6:4. 

ნიკამ 'ნოლეს' მოწოდება სამჯერ მოიგო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა 45 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და ორშაბათს ახალ რეიტინგში კარიერაში პირველად შევა მსოფლიოს საუკეთესო ტოპ ოცეულში. 

მეტი ამ თემაზე:

 

კომენტარები

ბოლო ამბები