Thumbnail

კრიშტიანო რონალდოს ახალი რეკორდი - ამჯერად ინსტაგრამზე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • რონალდოს ინსტაგრამზე 150 მილიონი გამომწერი ჰყავს
  • ფეხბურთელებს შორის მეორე და მესამე ადგილებზე ნეიმარი და მესი არიან

კრიშტიანო რონალდო პირველი ადამიანია, ვისაც ინსტაგრამზე 150 მილიონი გამომწერი ჰყავს. 33 წლის პორტუგალიელი შემტევი ინსტაგრამზე რეკორდსმენია და პირველ ადგილს არავის უთმობს. მეორე და მესამე ადგილზე პოპ მუსიკოსები არიან: სელენა გომესი (144.5 მილიონი) და არიანა გრანდე (141.3 მილიონი).

ფეხბურთელებს შორის 100-მილიონიანი ზღვარი გადალახეს პსჟ-ს ბრაზილიელმა ფორვარდმა ნეიმარმა (108.9 მილიონი) და ბარსელონას არგენტინელმა ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ (105.1 მილიონი).

კომენტარები

ბოლო ამბები