Thumbnail
  • კალიარი ბარელას სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვს
  • 21 წლის ნახევარმცველი იტალიის ნაკრებში ასპარეზობს

იტალიურ სპორტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კალიარის 21 წლის ნახევარმცველის, ნიკოლო ბარელას გადაბირებით იტალიური გრანდები: ინტერი და ნაპოლი არიან დაინტერესებულნი. ბარელას სატრანსფერო ფასი 50 მილიონი ევროა.

ამ ზამთარს, კალიარიმ უკვე მიიღო შეთავაზება ნაპოლის მესვეურებისგან, რომლის თანახმად, ნეაპოლელებმა სარდინიულ კლუბს ბარელას სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო და ორი ფეხბურთელი: მარკო როგი და ადამ უნასი შესთავაზეს, თუმცა უარი მიიღეს. კალიარის პოზიცია მყარია: 50 მილიონი ევრო 21 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ, რომელმაც რობერტო მანჩინის იტალიის ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი.

კომენტარები

ბოლო ამბები