Thumbnail

გარანტირებული TOP 20! ბასილაშვილმა შარაპოვას ექს-ბოიფრენდი ჩამოიტოვა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • დიმიტროვმა ოცეულში ადგილი ქართველს დაუთმო
  • ბასილაშვილი V ჯოკოვიჩი დღეს გაიმართება

7 იანვარს ATP წლეულს პირველად განაახლებს რეიტინგ-ლისტს, რომელშიც ნიკოლოზ ბასილაშვილი კარიერაში პირველად იქნება ტოპ-20-ეულში. ეს მას შემდეგ გახდა ცხადი, რაც ავსტრალიურ ბრისბენში მოასპარეზე ბულგარელმა გრიგორ დიმიტროვმა კეი ნიშიკორისთან წააგო - 5:7, 5:7. 

ATP-ის მიმდინარე რეიტინგში ბასილაშვილი 1 820 ქულით მე-20 პოზიციაზეა და დღეს დოჰაში (სავარაუდოდ, 18:00-დან), ყატარის ღია პირველობის მეოთხედფინალში მსოფლიოს პირველ ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩს ხვდება. ნიკას უკვე განაღდებული აქვს ამ ტურნირზე 45 ქულა, რაც გაორმაგდება, თუკი ის სერბ მეტოქეს დაამარცხებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები