Thumbnail
  • გიორგი გაბედავა ექსტრაკლასაში ითამაშებს
  • 6-თვიანი ხელშეკრულება გახანგრძლივების პერსპექტივით

როგორც მოსალოდნელი იყო, გიორგი გაბედავა სოსნოვიეცის ზაგლებიეში გააგრძელებს კარიერას. ინფორმაცია პოლონურმა კლუბმა დაადასტურა. 29 წლის თავდამსხმელმა ზაგლებიესთან 6-თვიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, თუმცა თუ მხარეები კმაყოფილები დარჩებიან თანამშრომლობით, ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება.

გაბედავას ტრანსფერს პოლინური სპორტული მედია გამოეხმაურა. igol.pl ქართველ თავდამსხმდელს ვრცელ მასალას უძღვნის და გიორგის პოლონელ გულშემატკივრებს აცნობს. საჩხერის ჩიხურას ექს-ფორვარდმა ეროვნულ ლიგაში 22 გოლი გაიტანა, ჩემპიონატის ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

აღნიშნული ფაქტი უნდა აიმედებდეს ექსტრაკლასაში ბოლო ადგილზე მყოფი ზაგლიების ქომაგებს, მაგრამ მეორე მხრივ, ფრთხილი ოპტიმიზმია საჭირო. საქართველოს ჩემპიონატი ერთ-ერთი ყველაზე სუსტია ევროპაში, გაბედავას კი ჯერ არც ერთხელ არ უთამაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. როგორც ჩანს, საკუთარი ჩემპიონატის მიმართ თვითონ ქართველები არიან სკეპტიკურად განწყობილნი. გაიბრწყინებს თუ არა ქართველი ფორვარდი პოლონეთის ჩემპიონატში, ამის პროგნოზირება შეუძლებელია და უმჯობესია, რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

კომენტარები

ბოლო ამბები