Thumbnail

58 მილიონი დორტმუნდს! კრისტიან პულიშიჩი ჩელსის ფეხბურთელი გახდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ამერიკელი ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე დორტმუნდში დარჩება
  • პულიშიჩმა გერმანულ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმება არ ისურვა

დორტმუნდის ბორუსიამ დაადასტურა, რომ კრისტიან პულიშიჩი ჩელსის ფეხბურთელი გახდა. ჩელსიმ მის ტრანსფერში 58 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა. ამერიკელი მოთამაშე სეზონის ბოლომდე დორტმუნდში იჯარის წესით ითამაშებს.

მეოთხე სეზონია, რაც 20 წლის ამერიკელი ფეხბურთელი გერმანული კლუბის ღირსებას იცავს. ნოემბერში მან განაცხადა, რომ პრემიერლიგაში თამაშის სურვილის გამო კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს იტყოდა. პულიშიჩმა ოთხ წელში 10 გოლის გატანა მოასწრო.

დორტმუნდის ბორუსიას სპორტული დირექტორი მიხაელ ცორკი: ''პულიშიჩის ოცნება პრემიერლიგაში თამაში იყო. ცხადია, ამის გამო კონტრაქტის გახანგრძლივება ვერ შევძელით. სწორედ ამიტომ, ჩელსის შემოთავაზებას დავეთანხმეთ. კრისტიანი იდეალური ფეხბურთელია. დარწმუნებული ვარ, რომ დარჩენილი დროის განმავლობაში ის მაქსიმუმს გააკეთებს, რათა დორტმუნდის ფეხბურთელებთან ერთად კლუბის დასახულ მიზნებს მიაღწიოს''.

კომენტარები

ბოლო ამბები