Thumbnail

2018 წლის საუკეთესოები - რაგბის კავშირისა და ხალხის რჩეულები

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • რაგბის კავშირმა 2018 წელი შეაჯამა და საუკეთესოები დაასახელა
  • ეროვნული ნაკრების საუკეთესო მორაგბე და დიდი 10-ის სიმბოლური ნაკრები

საქართველოს რაგბის კავშირმა 2018 წელი გულშემატკივართან ერთად შეაჯამა და რამდენიმე ნომინაციაში საუკეთესო მორაგბეები დაასახელა.

2018 წლის საუკეთესო მორაგბედ ოთარ გიორგაძე დასახელდა, რომელმაც სანაკრებო მატჩები მაღალ დონეზე ჩაატარა და ნაკრების რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

2018 წლის საუკეთესო მორაგბე - ოთარ გიორგაძე 🎉 ქართული რაგბის გულშემატკივრებმა, ხმათა უმრავლესობით, 2018 წლის...

Posted by Georgian Rugby on ორშაბათი, 31 დეკემბერი, 2018

დიდი 10-ის სეზონის საუკეთესო მორაგბე გიორგი შკინინი გახდა, რომელმაც რეგულარულ სეზონში 23 ლელო დადო და ლოკომოტივთან ერთად ქვეყნის ჩემპიონობა იზეიმა.

წლის საუკეთესო მორაგბე ქალი სალომე მაკასარაშვილი გახდა, რომელმაც 7-ქალა ნაკრებთან ერთად ევროპის კონფერენც დივიზიონი მოიგო. ის დივიზიონში ერთ-ერთი საუკეთესო მბოჭავი იყო და ლელობშიც მოწინავე პოზიციას იკავებდა.

წლის საუკეთესო მორაგბე 7-კაცა რაგბიში რამაზ ხარაზიშვილი გახდა, რომელიც 7-კაცა ნაკრების ერთ-ერთ მთავარი და წამყვანი მოთამაშე იყო.

წლის საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი გახდა.

წლის საუკეთესო ლელოდ კი თამაზ მჭედლიძის იტალიასთან დადებული ლელო დასახელდა.

თაზო მჭედლიძის ლელო იტალიასთან

არიიის, პირველი ლელო იტალიაში 🇬🇪🇬🇪🇬🇪

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on შაბათი, 10 ნოემბერი, 2018

სტატისტიკა

წლის საუკეთესო მბოჭავი - გიორგი ცუცქირიძემ 7 თამაშში 91 ბოჭვა შეასრულა

წლის შემტევი - გიორგი კვესელაძემ 73 შეტევაში ბურთით 503 მეტრი დაფარა

წლის მელელოვე - სანდრო თოდუამ ბორჯღალოსნების კვართით 4 ლელო გაიტანა

წლის მექულე - სოსო მათიაშვილმა 2018 წელს 67 ქულა დააგროვა - 2 ლელო, 9 გარდასახვა და 13 ჯარიმა

წლის საუკეთესო მექულე დიდ 10-ში - მამუკა ნინიძემ 161 ქულა დააგროვა

დიდი 10-ის სეზონის სიმბოლური ნაკრები

ფულბეკის პოზიციაზე ლოკომოტიველი ბექა წიკლაური შეირჩა. ცენტრში არმაზის შუამარბი გიორგი კვესელაძე და აიას მორაგბე ზურაბ ძნელაძე შეწყვილდნენ. გარემარბებად გიორგი შკინინი და აიას ფრთა გიორგი აბრამიძე შეირჩნენ. ღერძად კი ლოკომოტიველი გიორგი ბეგაძე და ქუთაისელი გიორგი ბაბუნაშვილი.

პირველ ხაზში ჩემპიონი გუნდიდან ორი მორაგბეა - მარცხენა ბურჯი ვახტანგ ქვათაძე და კვაჭი შალვა მამუკაშვილი, ხოლო მარჯვენა ბურჯი ტარიელ დონაძეა ბათუმიდან. მეორე ხაზში ფინალისტი გუნდების წარმომადგენლები არიან - დაჩი კოპაძე (ლოკომოტივი) და გელა შალამბერიძე (აია); მესამე ხაზი სრულად ჯიქის მორაგბეებით დაკომპლექტდა - გურამ შენგელია, გიორგი მჭედლიშვილი და ნიკა სუხაშვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები