Thumbnail

პაუზა დასრულდა - კრიშტიანო რონალდომ 2019 წელს ნაკრებში დაბრუნება დააანონსა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იუვენტუსის თავდამხმელი პორტუგალიის ნაკრებში დაბრუნებას აპირებს
  • 33 წლის ფეხბურთელს ეროვნულ გუნდში მუნდიალის შემდეგ აღარ უთამაშია

ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ გამოაცხადა, რომ 2019 წელს პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდება, სადაც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შემდეგ აღარ უთამაშია.

33 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელის კარიერაში გასულ ზაფხულს მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა - მადრიდის რეალიდან ტურინის იუვენტუსში გადავიდა.

მეტი ამ თემაზე: შეთქმულება რონალდოს წინააღმდეგ - მის უკან რეალი და პერესი დგანან!

მოგვიანებით რონალდოს პრობლემები შეექმნა კანონთან, ერთის მხრივ, ესპანეთში გადასახადების დაფარვაში დასდეს ბრალი, პარალელურად კი ამერიკელმა ქალბატონმა კეტრინ მაიორგამ წლების წინ გაუპატიურების ფაქტში დაადანაშაულა. 

მეტი ამ თემაზე: ‘რონალდომ გამაუპატიურა და ფული მომცა, რომ არ მელაპარაკა!’ - კრიშტიანოს უჩივლეს

"2019 წელს ვაპირებ, დავბრუნდე პორტუგალიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის განკარგულებაში. მოლაპარაკებული ვიყავით, რომ ეროვნულ გუნდში სეზონის პირველ ნაწილში აღარ ვითამაშებდი. 33 წლის ვარ და სულ ახლახან ერთი ქვეყნიდან მეორეში გადავბარგდი. შევიცვალე ვარჯიშის მეთოდიკა, პროფესიონალური და პერსონალური რეჟიმი, მყავს ახალი თანაგუნდელები. ვფიქრობ, ეს ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი იყო", - აქვეყნებს რონალდოს ნათქვამს Record.

პორტუგალიის ეროვნულმა ნაკრებმა კრიშტიანო რონალდოს გარეშე შემოდგომით უეფას ერთა ლიგაში იასპარეზა, სადაც პლეი ოფში გასვლა მოახერხა. სანტუშის გუნდს წინ ევრო 2020-ის შესარჩევი აქვს.

კრიშტიანო რონალდო ნაკრებში 2003 წლიდან გამოდის, 2008 წლიდან კი მისი კაპიტანია. ნაკრებთან ერთად მან ევრო 2016-ზე გაიმარჯვა. ევრო 2012-ზე ბრინჯაო მოიპოვა, ხოლო ევრო 2004-ზე - ვერცხლი.

33 წლის თავდამსხმელს ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 154 მატჩში 85 გოლი აქვს გატანილი და გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირად ითვლება.

კომენტარები

ბოლო ამბები