Thumbnail

TOP 20-ში - ნიკოლოზ ბასილაშვილმა სეზონი მოგებით დაიწყო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბასილაშვილმა სეზონის პირველ მატჩში ესპანელი რამოსი დაამარცხა
  • ნიკას მეტოქე რუსი რუბლევია, შემდეგ კი, ალბათ, ნოლე

ნიკოლოზ ბასილაშვილმა (21) ახალი საჩოგბურთო სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო. 26 წლის ჩოგბურთელი დოჰაში ATP-ის 2019 წლის სერიის პირველ ტურნირზე, ყატარის ღია პირველობაზე მე-5 ნომრად არის განთესილი.

31 დეკემბერს მან პირველ წრეში ალბერტ რამოსი (ესპანეთი, 65) საათსა და 40 წუთში დაამარცხა - 6:1, 1:6, 6:1. 

ATP-ის მიმდინარე რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილი 1795 ქულით მე-20 ადგილზეა.

მეორე წრეში ნიკას მეტოქე რუსი ანდრეი რუბლევია (68), რომელმაც იტალიელი ზეპი ორ სეტში დაამარცხა. რუბლევთან მატჩი 2 იანვარს 19:30-ზეა ჩანიშნული. რუბლევთან ბასილაშვილს ATP ტურზე არ უთამაშია. თუ რუსსაც დაამარცხებს, დიდი შანსია, ნიკა ტურნირის პირველ ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდეს, რომელიც მეორე წრეში უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს ეთამაშება.

Qatar ExxonMobil Open ATP-ის 250-იანი სერიის ტურნირია. შარშან ბასილაშვილმა მეორე წრეში გააღწია, წლეულს მან ეს შედეგი უკვე გაიმეორა. 

ATP-ის მიმდინარე რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილი 1795 ქულით მე-20 ადგილზეა. თუ ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი ბრისბენში დამარცხდება, ნიკა ამ ადგილს შეინარჩუნებს და ორშაბათს კარიერაში პირველად შევა ტოპ-20-ეულში.

კომენტარები

ბოლო ამბები