Thumbnail
  • 2018 წლის გამორჩეული ბრძოლები
  • კრივი და MMA წელს საკულტო დაპირისპირებებით გამოირჩეოდა...

წელს რინგზე და ოქტაგონზე, არაერთი საკულტო ბრძოლა გაიმართა - ხაბიბ ნურმაგომედოვმა დიდი ხნის ოცნება აისრულა და კონორი საშინლად ცემა; კრივის ელიტაში დაბრუნებული ტაისონ ფიური უაილდერთან ჩხუბისას მკვდრეთით აღდგა და მატჩი კინაღამ მოიგო; ენტონი ჯოშუამ ვეტერან პოვეტკინს კარიერის მიწურულს, კარიერაში პირველად ნოკაუტით წაგება მოსკოვში გაატანა...

1. უაილდერი V ფიური - ბრიტანელის საოცრება ბოლო რაუნდში!

კოკაინზე დამოკიდებული და კრივიდან მოკვეთილი ყოფილი მსოფლიოს ჩემპიონი - ტაისონ ფიური რინგს დაუბრუნდა, უაილდერს თორმეტი რაუნდი კარგად ურტყა, ქულებით აშკარად აჯობა, თუმცა ამერიკელი 'ნოკდაუნებმა' იხსნა, განსაკუთრებით მეორემ, სადაც ფიური როგორ წამოდგა ჯერ არავინ იცის...

2. ხაბიბი V მაკგრეგორი - დანებებული კონორის ამბავი

ხაბიბმა ოცნება აისრულა - კონორთან იჩხუბა და ბრძოლა მეოთხე რაუნდში კისრის მოგუდვით დაასრულა. დაღესტნელმა კარიერაში რაუნდი პირველად წააგო, თუმცა კონორის დონის მებრძოლს ამ 'მიღწევას' არავინ გაუხსენებს. ყველა რემტაჩს ელოდება, თუმცა რემატჩამდე ჯერ შორია...

3. კანელო V გოლოვკინი - დაუმარცხებელი ყაზახი დამარცხდა!

კანელოს ერთადერთი ბრძოლა, ახალგაზრდობაში, კრივის ლეგენდასთან - ფლოიდ მეივეზერთან ქულებით აქვს წაგებული. გოლოვკინს კი ამ გრაფაში წლების მანძილზე 0 ეწერა. დაუმარცხებელმა ყაზახმა, კანელოს ვერც პირველ მატჩში მოუხერხა რამე, რემატჩი კი პირწმინდად წააგო.

4. ფერგიუსონი V პეტისი - ჰაერში ჩხუბი და სისხლი

საოცარი დაპირისპირება კონორი - ხაბიბის ბრძოლის ღამეს გაიმართა. პეტისი დაფრინავდა, ქულებითაც იგებდა, თუმცა 'ელ კუკუისთან' ნახტომში დარტმყების დროს მხარი დაიზიანა და ბრძოლის გაგრძლება ვეღარ შეძლო. შედეგად, გამარჯვებულმა ფერგიუსონმა ხაბიბთან ბრძოლის შანსი დაიმსახურა.

5. ჯოშუა V პოვეტკინი - 'ეიჯი' ნოკაუტს დაუბრუნდა

ენტონი ჯოშუამ წლის დასაწყისში ჯოზეფ პარკერს ქულებით მოუგო, წლის მეორე ნახევარში კი კრივის მსოფლიო ასოციაციის მოთხოვნით რუს ალექსანდრ პოვეტკინს დაუპირისპირდა. პირველი 2 რაუნდი ჯოშუამ წააგო, თუმცა შემდეგ თავიდან, კორპუსის დამუშავებაზე გადაერთო და შედეგად, მეექვსე რაუდში პოვეტკინი კაიერაში ნოკაუტით პირველად დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები