Thumbnail

'მამა სახლშია, კორმიე!' - ჯონ ჯონსი ოქტაგონზე გამარჯვებით დაბრუნდა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ჯონ ჯონსმა ქამარი დაიბრუნა
  • ამერიკელმა შვედი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა

UFC-ის მსუბუქი-მძიმე წონის დივიზიონში ჯერ არ გამოჩენილა კაცი, რომელიც ჯონ ჯონსს ნაცემი არ ჰყავს. ყოფილი (და უკვე მოქმედი) ჩემპიონი ოქტაგონიდან, დენიელ კორმიესთან ბრძოლის შემდეგ ჩაგდებული დოპინგ ტესტის გამო დისკვალიფიცირებული გახლდათ.

კორმიემ ქამარი ნებაყოფლობით დათმო, ლუიზიანელი აცხადებდა, რომ 39 წლის ასაკში, ჯონსის წინააღმდეგ ტიტულის დაცვა სისულელე იქნებოდა. შედეგად, კანდიდატად დივიზიონის ერთ-ერთი საუკეთსო მებრძოლი - ალექსანდრ გუსტაფსონი დასახელდა.

გუსტაფსონთან ჯონსმა ადრეც იჩხუბა, 2013 წლის სისხლიანი 5 რაუნდი ამერიკელმა ქულებით მოიგო და საღამოს საუკეთესო ბრძოლა გამრჯვებით დაასრულა. დღეს კი, 2011 წელს მაურისიო რუასთან მოგებული ქამარი, ჯონსმა გუსტაფსონის მეორედ დამარცხებით დაიბრუნა.

"მამა სახლშია, კორმიე!" ამბობდა ჯონსი ბრძოლის შემდეგ. "ის მუდამ ცდილობს ჩემი სახელის დაკნინებს, მაგრამ ხალხს უკვე მობეზრდა ამის მოსმენა, ორჯერ შევხვდი, ორივეჯერ ვცემე, ის არ იყო ნამდვილი ჩემპიონი, 2011 წლიდან ჩემი ერა დგას..." ამბობდა ჯონსი ბრძოლის შემდეგ.

კომენტარები

ბოლო ამბები