Thumbnail
  • ბითაძე უმწვრთნელოდ დარჩა
  • ვის როგორი დებიუტი ჰქონდა ევროლიგაზე

გოგა ბითაძეს გამოცდილ მწვრთნელ ალეკსანდარ ციკიჩთან მუშაობა დიდხანს არ მოუწია - მონტენეგროული კლუბის ხელმძღვანელობამ სერბი გაუშვა, რადგან მას ევროლიგაზე 3-12 ბალანსი ჰქონდა. ამბობენ, რომ სერბს ხორვატი შეცვლის - იასმინ რეპეშა. 

გოგა ახლახან გადავიდა მეგა ბიმაქსიდან ბუდუჩნოსტში და ციკიჩის ხელმძღვანელობით მან მხოლოდ ორ მატჩში ითამაშა, ადრიატიკის ლიგაზე და ახლახან ევროლიგაზე ბაიერნთან, რომელიც ბითაძისთვის სადებიუტო შეხვედრა იყო ამ ტურნირში. გოგას ბრწყინვალე სტატისტიკა ჰქონდა, 4 ბლოკი ტურში მხოლოდ მას ჰქონდა, ერთ-ერთი ბლოკი კი ტურის საუკეთესო დაფარებად აღიარეს. 

გოგა ბითაძემ 23:14 წუთში (სასტარტოში არ იყო) 17 ქულა, 7 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 4 დაფარება მიითვალა. 

ქართველთა დებიუტები ევროლიგაში

თორნიკე შენგელია ახლა ევროლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია

გავიხსენოთ სხვა ქართველი კალათბურთელების დებიუტები ევროლიგაზე. აქ არ შევიყვანთ ამერიკელ კალათბურთელებს, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა აქვთ, მეტ ჯენინგს, ვილ ტომასსა და სხვებს.

🏀 ზაზა ფაჩულიამ 2001/02 წლების სეზონში ითამაშა პირველად ევროლიგაზე ულქერის (თურქეთი) რიგებში. დებიუტი კი ლონდონ ტაუერსთან ჰქონდა. 14:32 წუთში 12 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

🏀 ამავე სეზონში ჰქონდა დებიუტი ვლადიმერ ბოისასაც. ოლიმპიას ფორვარდი პერისტერისთან მატჩში გამოჩნდა და 5:26 წუთში 2 ქულა მიითვალა. 

🏀 ისევ 2001/02 წლების სეზონი ბენეტონის რიგებში ითამაშა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა, მაკაბის წინააღმდეგ ორ წუთში მან ვერაფერი მოასწრო.

🏀 მანუჩარ მარკოიშვილმა 2002/03 წლების სეზონში ითამაშა პირველად ევროლიგაზე ბენეტონის რიგებში. პო ორტეზთან მატჩში მან 3:00 წუთში მხოლოდ 1 ჩაჭრა მოასწრო. 

🏀 გიორგი ცინცაძემ 2003/04 წლების სეზონში ცსკა-ს რიგებში ევროლიგაზე პირველად ოლიმპიაკოსის წინააღმდეგ ითამაშა და 10:00 წუთში მხოლოდ 2 პასი გააკეთა.

🏀 გიორგი შერმადინის დებიუტი 2008/09 წლების სეზონში შედგა. ის პანათინაიკოსში თამაშობდა და მისი გუნდი ნანსის შეხვდა. 10:16 წუთში შერმადინმა მხოლოდ 1 ქულა ჩააგდო, 1 ბურთი მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. 

🏀 თორნიკე შენგელიას დებიუტი შარლერუას რიგებში 2011/12 წლების სეზონში მოხდა ევროლიგაზე. მან პირველად რეალთან ითამაშა და 27:05 წუთში 11 ქულა, 9 მოხსნა, 1 დაფარება მიითვალა. 

🏀 2012/13 წლების სეზონში დებიუტი სიენას რიგებში ვიქტორ სანიკიძეს ჰქონდა. ბერლინის ალბასთან სანიკიძემ 17:12 წუთში 6 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. 

კომენტარები

ბოლო ამბები