Thumbnail
  • 2018 წლის ქართული სპორტის ტაიმლაინი
  • ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, ყველა ჩემპიონი, ყველა ტიტული

2018 წელს სპორტში ორი მთავარი მოვლენა იყო - საფეხბურთო მუნდიალი და ზამთრის ოლიმპიური თამაშები. პირველი ისევ საქართველოს გარეშე ჩატარდა, მეორეში კი - მხოლოდ სიმბოლური მონაწილეობა მივიღეთ...

თუმცა, ცხადია, ამ წელიწადში სხვაც ბევრი რამ მოხდა. ოლიმპიურ სახეობებში საქართველოს მსოფლიოს სამი ჩემპიონი ჰყავს: ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი, მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი და ძალოსანი ლაშა ტალახაძე.

NBA-ს ჩემპიონი კვლავ ზაზა ფაჩულია გახდა. როგორც იქნა, ქართველი ჩოგბურთელი ელიტაშია - ნიკოლოზ ბასილაშვილი. იაპონიაში სუმოს ჩემპიონი (ოძეკი) ქართველია - ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), რომელმაც 2018 წელს იმპერატორის თასი მოიგო.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის D დივიზიონი მოიგო და ევრო 2020-ის პლეი ოფშია, ხოლო "ბორჯღალოსნებმა" რაგბი ევროპის ჩემპიონატი ისტორიაში ყველაზე იოლად მოიგეს. POPSPORT.COM გთავაზოვთ ქართული სპორტის დეტალურ ტაიმლაინს, რომელიც მთელი წლის მთავარ მოვლენებს ასახავს.

ქართული სპორტი 2018

14-28 იანვარი

პირველი ქართველი იმპერატორის თასით

სუმო: იანვრის ბაშო

ტოჩინოშინი იაპონიის იმპერატორის თასით

ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) პირველი ქართველი და მესამე ევროპელია, ვინც იმპერატორის თასი მოიპოვა. ისტორიულ გამარჯვებას მან ტოკიოში, იანვრის ბაშოზე მიაღწია - სუმოს  მექა "რიოკოგუ კოკუგიკანში" მან 15-დან 14 ორთაბრძოლა მოიგო და იმპერატორის თასთან ერთად კიდევ ორი პრიზი დაიმსახურა. 

15-19 იანვარი

ბასილაშვილი V ედმუნდი მელბურნში

ჩოგბურთი: ავსტრალიის ღია პირველობა

ნიკოლოზ ბასილაშვილი მელბურნში

ნიკოლოზ ბასილაშვილმა სეზონი კარგად დაიწყო - დოჰას ტურნირზე მერვედფინალში გააღწია, შემდეგ კი წლის პირველ "დიდ სლემზე" გზიდან ზედიზედ ჩამოიცილა ავსტრიელი მელცერი და ბელგიელი ბემელმანი. III წრეში ქართველმა ჩოგბურთელმა მე-11 ნომრად განთესილ კაილ ედმუნდს 5-სეტიანი ბრძოლა გაუმართა, თუმცა ტურნირს გამოეთიშა. 

მეტი ამ თემაზებასილაშვილი ბრიტანელმა გამოთიშა - 5 სეტი 40° სიცხეში

8-10 თებერვალი

ნაკრებმა I ზონაში ადგილი შეინარჩუნა

ჩოგბურთი: ფედერაციის თასი

საქართველოს ნაკრები

საქართველოს ნაკრებმა (კაპიტანი მარგალიტა ჩახნაშვილი-რანცინგერი) ევროპა-აფრიკის I ზონაში სამი მატჩი გამართა: V ბულგარეთი 1:2, V სერბეთი 1:2 და V ავსტრია - 2:1. ამით ნაკრებმა პირველ ზონაში ადგილი შეინარჩუნა.

9-25 თებერვალი

მთავარია მონაწილეობა...

ზამთრის ოლიმპიადა: პიონჩანი 2018

საქართველოს მედროშე მორის ყვითელაშვილი იყო

კორეული პიონჩანში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე 4-მა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა. საუკეთესო შედეგი მოციგურავე მორის ყვითელაშვილმა აჩვენა, რომელმაც ოლიმპიადაზე 24-ე ადგილი დაიკავა...

10-11 თებერვალი

პარიზიდან ოქროს მედლის გარეშე

ძიუდო: პარიზის გრანდ სლემი

ლაშა შავდათუაშვილი

წლის პირველ სერიოზულ ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა 4 მედალი მოიპოვეს - 2-2 ვერცხლი და ბრინჯაო. ლაშა შავდათუაშვილმა (73) და ბექა ღვინიაშვილმა (90) ფინალამდე მიაღწიეს, ნუგზარ ტატალაშვილმა (81) და ვარლამ ლიპარტელიანმა (100) ბრინჯაო მოიპოვეს. 

10 თებერვალი

სუპერსტარტი ქუთაისში

რაგბი: რაგბი ევროპის ჩემპიონატი

სანდრო თოდუამ ბელგიასთან 1 ლელო გაიტანა

რაგბი ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის I ტურში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ქუთაისში ბელგიის ნაკრებს უმასპინძლა და 47:0 გაანადგურა და ბონუს ქულაც აიღო. 

17 თებერვალი

64:0 გერმანიასთან

რაგბი: რაგბი ევროპის ჩემპიონატი

უტევს გელა აფრასიძე

II ტურში მილტონ ჰეიგის გუნდმა ოფენბახში 10 ლელო გაუტანა გერმანიას და 64:0 გაანადგურა. გიორგი კვესელაძემ ჰეთ თრიკი შეასრულა.

23 თებერვალი

ზუროსის გუნდის წარმატება ავსტრიაში

კალათბურთი: მსოფლიოს თასი (კვალიფიკაცია)

მაიკლ დიქსონმა 23 ქულა, 9 მოხსნა და 4 პასი მიითვალა

ილიას ზუროსის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში სტუმრად 14 ქულის სხვაობით დაამარცხა ავსტრია - 78:64. ეს საკვალიფიკაციო ციკლში ეროვნული გუნდის პირველი გამარჯვებაა.

24 თებერვალი

ქუთაისის ტორპედომ სუპერთასი მოიგო

ფეხბურთი: საქართველოს სუპერთასი

კაპიტანი როინ კვასხვაძე სუპერთასით

2018 წლის საფეხბურთო სეზონი თბილისში საქართველოს სუპერთასის მატჩით გაიხსნა. ჩემპიონმა ტორპედომ ჩიხურას 2:1 მოუგო და საქართველოს სუპერთასი ისტორიაში პირველად მოიგო. 

24-25 თებერვალი

ლიპოს ოქრო გრანდ სლემზე

ძიუდო: დიუსელდორფის გრანდ სლემი

ვარლამ ლიპარტელიანმა პარიზულ ბრინჯაოს, გერმანული ოქრო დაუმატა

დიუსელდორფის გრანდ სლემზე ქართველებმა ორი მედალი მოიპოვეს. თუ ლუხუმ ჩხვიმიანი (60) ბრინჯაოს დასჯერდა, ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა (100) ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მან ბენჟამინ ფლეტჩერი დაამარცხა.

25 თებერვალი

დრამატული მატჩი გერმანიასთან

კალათბურთი: მსოფლიოს თასი (კვალიფიკაცია)

ნიკოლოზ ცქიტიშვილმა გუნდს 7 ქულა მოუტანა

საქართველოს ნაკრებმა გერმანიასთან მაგრად იბრძოლა, მაგრამ 10 ქულის სხვაობით დამარცხდა - 77:87. მაიკლ დიქსონმა 26 ქულა ჩააგდო, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ გამოდგა.

3 მარტი

წყალბურთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა

წყალბურთი: ევროპის ჩემპიონატი (კვალიფიკაცია)

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მესამედ გავიდა

საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო პლეი ოფში ისრაელის ნაკრები ორი მატჩის ჯამში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. თბილისში 12:1 მოგების შემდეგ, რევაზ ჩომახიძის გუნდმა სტუმრადაც მოიგო 11:10. 

3 მარტი

'ბორჯღალოსნების' მესამე მოგება

რაგბი: რაგბი ევროპის ჩემპიონატი

შეტევაში ვასილ ლობჟანიძე

პირველი ორი თამაშის ნულზე მოგების შემდეგ "ბორჯღალოსნებს" ესპანეთთან გაუჭირდათ, თუმცა "მიხეილ მესხზე" მაინც იმარჯვეს - 23:10. ესპანელებმა ტურნირზე პირველი მარცხი განიცადეს.

10 მარტი

მე-20 მოგება რუსეთთან

რაგბი: რაგბი ევროპის ჩემპიონატი

ნაკრებს მერაბ კვირიკაშვილი რუსეთთან მატჩში დაუბრუნდა

კრასნოდარში რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ტაიმი წააგო, თუმცა მეორე ტაიმში თამაში შემოატრიალა და რუსეთის ნაკრები 22 ცდიდან მე-20-ედ დაამარცხა - 29:9.

18 მარტი

თასი დიდი სლემით!

რაგბი: რაგბი ევროპის ჩემპიონატი

საქართველომ ერთა თასი მეათედ მოიგო

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთის ნაკრები 25:16 დაამარცხა და ტურნირი მეათედ მოიგო. 2018 წელს მილტონ ჰეიგის გუნდმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ყველა მატჩი მოიგო.

24 და 27 მარტი

ჩაკვეტაძის სუპერდებიუტი

ფეხბურთი: საქართველოს ნაკრები

გიორგი ჩაკვეტაძემ დებიუტი გოლით აღნიშნა

ვლადიმირ ვაისის გუნდმა 24 და 27 მარტს ორი ამხანაგური მატჩი გამართა. ჯერ ლიტვა 4:0 დაამარცხა, შემდეგ კი ესტონეთს მოუგო - 2:0. ლიტვასთან მატჩში დებიუტი ჰქონდა გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელმაც გოლი გაიტანა და ორ გოლში უშუალო მონაწილეობა მიიღო.

26 მარტი-1 აპრილი

ევროპის 4 ჩემპიონი ბუქარესტში

ძალოსნობა: ევროპის ჩემპიონატი

ლაშა ტალახაძემ ჯამში 457 კილო აწია

ბუქარესტში ევროპის ჩემპიონატი ქართული ტრიუმფით დასრულდა - 4-მა ქართველმა ძალოსანმა მოიგო ევროპის ჩემპიონატი ორჭიდის ჯამში: შოთა მიშველიძემ, რეზი დავითაძემ, ლაშა ტალახაძემ და ანასტასია გოტფრიდმა.

30 მარტი - 1 აპრილი

თბილისის გრან პრი და ქართული ტრიუმფი

ძიუდო: თბილისის გრან პრი

2010 წლის მერე პოდიუმი მხოლოდ ქართული პირველად იყო (60)

თბილისმა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა - ქართველმა ძიუდოისტებმა 5 ოქროს, 3 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. თბილისის გრან პრი მოიგეს: ლუხუმ ჩხვიმიანმა (60), ვაჟა მარგველაშვილმა (66), ლაშა შავდათუაშვილმა (73), თამაზ კირაკოზაშვილმა (81) და გურამ თუშიშვილმა (100+). 

31 მარტი

U18 ბორჯღალოსნები ევროპის ჩემპიონები გახდნენ!

რაგბი: U-18

უმცროსი ბორჯღალოსნები ევროპის ჩემპიონები გახდნენ

ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს 8:3 მოუგო და კონტინენტის ჩემპიონი გახდა.

1 აპრილი

გამარჯვება და ჩხუბი თურქეთში

კრივი: U-22 ევროპის ჩემპიონატი

ჩემპიონი ლაშა გურული

თურქეთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გაიმარჯვა ლაშა გურულმა (64), რომელმაც ფინალში მასპინძელი დაამარცხა, რასაც დარბაზში გაწევ-გამოწევა მოყვა. საქართველოს ვერცხლის მედალი მოუტანა სახილ ალახვერდოვმა (49).

2 აპრილი

პირველი ქართველი ევროლიგის თვის MVP

კალათბურთი: ევროლიგა

თორნიკე შენგელია

თორნიკე შენგელია გახდა პირველი ქართველი კალათბურთელი, ვინც ევროლიგის თვის MVP-დ დაასახელეს.

19 აპრილი

იყო ჩემპიონი, გახდა - ვიცე

ჭადრაკი: ევროპის ჩემპიონატი

ნანა ძაგნიძე 2017-ში ევროპის ჩემპიონი იყო, 2018-ში კი მეორე ადგილს დასჯერდა

ნანა ძაგნიძემ სლოვაკეთში მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატზე 11 ტურში 8 ქულა მოაგროვა და მეორე ადგილზე გავიდა. 

22 აპრილი

ქართველი ჰოკეისტების ტრიუმფი კეიპტაუნში

ყინულის ჰოკეი: მსოფლიოს ჩემპიონატი (III დივიზიონი)

საქართველოს ნაკრები

კეიპტაუნში მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე დივიზიონი საქართველოს ნაკრებმა მოიგო და 2019 წელს მეორე დივიზიონში ითამაშებს.

 

26-28 აპრილი

ძიუდოისტების ფიასკო ევროპის ჩემპიონატზე

ძიუდო: ევროპის ჩემპიონატი

მედალთან ყველაზე ახლოს გურამ თუშიშვილი იყო

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატი უმედლოდ დატოვეს.

1-2 მაისი

კობლიაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ევროპის ჩემპიონატი

კობლიაშვილმა ფინალში რუსი მოჭიდავე დაამარცხა

კასპიისკში ქართველმა მოჭიდავეებმა 6 მედალი მოიპოვეს. ევროპის ჩემპიონი რობერტ კობლიაშვილი (87) გახდა. ვერცხლი - შმაგი ბოლქვაძე (67); ბრინჯაო - ნუგზარ წურწუმია (55), იაკობ ქაჯაია (130), იური ლომაძე (72) და დავით ჩხარტიშვილი (60).

 

4-6 მაისი

ისევ 6 მედალი, მაგრამ ოქროს გარეშე

თავისუფალი ჭიდაობა: ევროპის ჩემპიონატი

გენო პეტრიაშვილმა ვერცხლის მედალი იკმარა

კასპიისკში თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმაც 6 მედალი მოიპოვეს, მაგრამ ოქროს გარეშე. ვერცხლი - ბექა ლომთაძე (61), გენო პეტრიაშვილი (125); ბრინჯაო - სანდრო ამინაშვილი (86), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65), ზურაბ იაკობიშვილი (70), ელიზბარ ოდიკაძე (97).

13 მაისი

რვა წლის შემდეგ: ლოკომოტივი ჩემპიონი გახდა

რაგბი: დიდი 10

გიორგი შკინინმა ფინალურ შეხვედრაში სეზონის 23-ე ლელო დადო

8-წლიანი პაუზის შემდეგ, ლოკომოტივი საქართველოს ჩემპიონი გახდა. თემურ ბენდიაშვილის გუნდმა ფინალში აიას 29:10 მოუგო

27 და 30 მაისი

ტოჩინოშინი ოძეკი გახდა!

სუმო: მაისის ბაშო

მაისის ბაშოზე ტოჩინოშინმა 2 პრიზი მოიგო

მაისის ბაშო ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) 13-2 ბალანსით დაასრულა, ორი პრიზიც მოიპოვა და 30-ში მას ოფიციალურად მიანიჭეს ჩემპიონის (ოძეკი) რანგი. 

30 მაისი

დინამო სუპერლიგის ჩემპიონია

კალათბურთი: სუპერლიგა

დინამომ ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა

თბილისის დინამომ სუპერლიგის ფინალური სერია ქუთაისს 3:2 მოუგო და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

1 და 5 ივნისი

ბოლო გამოცდები ერთა ლიგის წინ

ფეხბურთი: ამხანაგური თამაშები

გიორგი ნავალოვსკი ლუქსემბურგთან მატჩში

1 ივნისს საქართველოს ნაკრებმა ნეიტრალურ მოედანზე მოუგო მალტას - 1:0, მაგრამ 5-ში ასეთივე ანგარიშით წააგო ლუქსემბურგის გუნდთან. ეს უეფას ერთა ლიგის წინ ვლადიმირ ვაისის გუნდის ბოლო გამოცდა იყო.

7 და 17 ივნისი

უმცროსი ბორჯღალოსნების ისტორიული მიღწევა

რაგბი: U-20

გელა აფრასიძე შოტლანდიელთა წინააღმდეგ

მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრებმა ჯერ ირლანდიას მოუგო 24:22, შემდეგ კი შოტლანდია დაამარცხა - 39:31 და მე-9 ადგილი დაიკავა. 

8 ივნისი

NBA-ს ჩემპიონი... ზედიზედ მეორედ!

კალათბურთი: NBA

ზაზა ასოციაციის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გაზდა

გოლდენ სტეიტმა ფინალური სერია კლივლენდს 4:0 მოუგო და NBA-ს ჩემპიონი გახდა. გუნდთან ერთად ასოციაციის ჩემპიონი გახდა ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია.

9 ივნისი

ბორჯღალოსნებმა ტესტები მოგებით დაიწყეს

რაგბი: ივნისის ტესტები

ტესტების პირველი მატჩი მოგებულია

ივნისის ტესტების პირველ თამაშში ფიჯიზე "ბორჯღალოსნებმა" ტონგას 16:15 მოუგეს. ამ მატჩში საქართველოს ნაკრების ყველა ქულა სოსო მათიაშვილის ანგარიშზეა.

 

10 ივნისი

ისტორიული დღე: ნადირაძე ევროპის ჩემპიონი გახდა

ნიჩბოსნობა: ევროპის ჩემპიონატი

ზაზა ნადირაძე პირველი ქართველი ევროპის ჩემპიონია ნიჩბოსნობაში

ბელგრადში ზაზა ნადირაძემ კანოისტთა შორის 200 მეტრი დისტანცია მოიგო და ევროპის ჩემპიონი გახდა.

16 ივნისი

ბორჯღალოსნების პირველი მარცხი 2018 წელს

რაგბი: ივნისის ტესტები

ფიჯის ტაიმი 15:10 მოვუგეთ, მაგრამ...

საქართველოს ნაკრებმა ივნისის ტესტების მეორე მატჩში სტუმრად ფიჯისთან 15:37 დათმო. ეს მილტონ ჰეიგის გუნდის პირველი მარცხი იყო 2018 წელს. 

18 ივნისი

სანდრო ბაზაძის ბრინჯაო ევროპის ჩემიონატზე

ფარიკაობა. ევროპის ჩემპიონატი

სანდროს ფინალამდე ერთი ჩხვლეტა დააკლდა

ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ევროპის ჩემპიონატზე ნოვი სადში მე-3 ადგილი დაიკავა. 

23 ივნისი

ბორჯღალოსნების 0:28 იაპონიასთან

რაგბი: ივნისის ტესტები

იაპონიამ ქულა არ აგვაღებინა

ტესტების ბოლო მატჩში "ბორჯღალოსნები" 0:28 დამარცხდნენ სტუმრად იაპონიასთან. საქართველოს ნაკრებმა ნულზე ისტორიაში მხოლოდ მეორე მატჩი წააგო.

 

29 ივნისი

-37 ქულა სერბეთთან

კალათბურთი: მსოფლიოს თასი (კვალიფიკაცია)

თორნიკე შენგელიას 13 ქულა და 8 მოხსნა

თბილისში საქართველოს ნაკრები სერბეთთან განადგურდა - 50:87. ამ მატჩში დებიუტი ჰქონდათ მამუკელაშვილს, ანდრონიკაშვილსა და მაკფადენს.

2 ივლისი

მეორე ეტაპზე ავსტრიასთან მოგებით

კალათბურთი: მსოფლიოს თასი (კვალიფიკაცია)

შენგელიას 24 ქულა, 12 მოხსნა, 6 პასი

საქართველოს ნაკრებმა 98:73 დაამარცხა ავსტრია და მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევ რაუნდში გააღწია.

11-13 ივლისი

დავითაძე და ჩხეიძე მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ

ძალოსნობა: U-20

ძალოსნებმა ჯამში ტაშკენტში 5 ოქრო და 1 ვერცხლი მოიპოვეს

ტაშკენტში მსოფლიოს ჩემპიონატზე 20-წლამდელ ძალოსანთა შორის მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ რეზი დავითაძე და ირაკლი ჩხეიძე.

16-24 ივლისი

მე-13 ადგილი ბარსელონაში

წყალბურთი: ევროპის ჩემპიონატი

8:6 სლოვაკეთთან

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მესამედ იასპარეზა. ბარსელონაში რევაზ ჩომახიძის ბიჭებმა ორი მატჩის მოგება შეძლეს, თურქეთთან და სლოვაკეთთან, და საბოლოოდ მე-13 ადგილი დაიკავეს.

29 ივლისი

ბასილაშვილის ისტორიული ტრიუმფი - პირველი ტიტული ATP ტურზე

ჩოგბურთი: გერმანიის ღია პირველობა

ნიკამ  ATP ტურზე პირველი ტიტული მოიგო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანიის ღია პირველობა (1.6 მლნ $) მოიგო. ფინალში მან არგენტინელი ლეონარდო მაიერი დაამარცხა - 6:4, 0:6, 7:5.

3 აგვისტო

ევროპის გრან პრი ქართველი ქალებისაა

მშვილდოსნობა: ევროპის გრან პრი

ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ქრისტინე ესებუა

საქართველოს ქალთა ნაკრებმა (ქრისტინე ესებუა, ხათუნა ნარიმანიძე, ციკო ფუტკარაძე) ევროპის გრან პრი მოიგო.

 

25 აგვისტო

0.18 წამი მედლამდე

ნიჩბოსნობა: მსოფლიოს ჩემპიონატი

ნადირაძეს მედლამდე 0.18 წამი დააკლდა

მსოფლიოს ჩემპიონატზე ზაზა ნადირაძემ მე-4 ადგილი დაიკავა. წინა წელს ის კანოეში (200 მ.) მეორე იყო.

2 სექტემბერი

ბასილაშვილის რანდევუ ნადალთან

ჩოგბურთი: ამერიკის ღია პირველობა

რაფაელ ნადალი 6:3, 6:3, 6:7, 6:4 ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობის მერვედფინალში გააღწია, სადაც მსოფლიოს პირველ ჩოგან რაფაელ ნადალთან ოთხ სეტში წააგო. ასევე ამერიკის ღიას მერვედფინალში (წყვილებში) ითამაშა ოქსანა კალაშნიკოვამაც.

 

6 სექტემბერი

უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ყაზახეთში

ფეხბურთი: ერთა ლიგა

ყაზახეთი 0:2 საქართველო

D ლიგის პირველ მატჩში ვლადიმირ ვაისის გუნდმა სტუმრად ყაზახეთს 2:0 მოუგო. ერთა ლიგის ისტორიული, პირველი გოლი გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა.

 

9 სექტემბერი

მეორე გამარჯვება ერთა ლიგაზე

ფეხბურთი: ერთა ლიგა

გამარჯვების გოლი ოქრიაშვილმა პენალტით გაიტანა

საქართველოს ნაკრებმა მეორე ტურის მატჩში ლატვიას უმასპინძლა და თორნიკრ ოქრიაშვილის პენალტის წყალობით დაამარცხა - 1:0.

13 სექტემბერი

ზუროსის გუნდის მნიშვნელოვანი გამარჯვება ისრაელში

კალათბურთი: მსოფლიოს თასი (კვალიფიკაცია)

ბითაძეს 1 მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში სტუმრად ისრაელი დაამარცხა - 85:80.

20-27 სექტემბერი

4 წლის შემდეგ - ქართველი ძიუდოისტი მსოფლიოს ჩემპიონია

ძიუდო: მსოფლიოს ჩემპიონატი

23 წლის თუშიშვილმა ბაქოში ყველა შეხვედრა იპონით მოიგო

ბაქოში საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა - თითო ოქრო (გურამ თუშიშვილი), ვერცხლი (ვარლამ ლიპარტელიანი) და ბრინჯაო (ამირან პაპინაშვილი). 

 

4 ოქტომბერი

ბრინჯაო საჭადრაკო ოლიმპიადაზე

ჭადრაკი: ოლიმპიადა

ნკრები მხოლოდ ჩინეთს და უკრაინას ჩამორჩა

ბათუმში დასრულდა საჭადრაკო ოლიმპიადა, სადაც ქალთა ნაკრებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. 

7 ოქტომბერი

ბასილაშვილი კიდევ ერთი ტრიუმფი - ნიკამ ჩინეთის ღიაც მოიგო!

ჩოგბურთი: ჩინეთის ღია

6:4, 6:4 დელ პოტროსთან

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთის ღია პირველობა მოიგო. ფინალში მან ხუან მარტინ დელ პოტრო დაამარცხა.

 

9-15 ოქტომბერი

6 მედალი ბუენოს აირესში

ოლიმპიური თამაშები: ახალგაზრდული ოლიმპიადა

ქართველი მედალოსნები

ბუენოს აირესში საქართველოს დელეგაციამ ჯამში 6 მედალი მოიპოვა და 37-ე ადგილზე გავიდა. გვყავს ერთი ჩემპიონიც - მოჭიდავე გიორგი ჩხიკვაძე.

13 ოქტომბერი

ვაისის გუნდის მესამე გამარჯვება ერთა ლიგაზე

ფეხბურთი: ერთა ლიგა

'მფრინავი ვაკო'

D ლიგაში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო ვლადიმირ ვაისის ნაკრებმა, ანდორა 3:0 დაამარცხა. ვაკო ყაზაიშვილის ანგარიშზე დუბლია.

 

16 ოქტომბერი

3:0 ლატვიაში - პირველი ადგილი ჯგუფში!

ფეხბურთი: ერთა ლიგა

ამ მატჩის მერე ნაკრებს მხოლოდ ორი მოგება აშორებს ოცნების ასრულებას

D ლიგაში ჯგუფის მოგება საქართველოს ნაკრებმა ამ მატჩით გაინაღდა - სტუმრად ლატვია 3:0 გაანადგურა და ევრო 2020-ის პლეი ოფის საგზურიც გაინაღდა. 

 

20-23 ოქრომბერი

გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

თავისუფალი ჭიდაობა: მსოფლიოს ჩემპიონატი

გენო პეტრიაშვილმა ტიტული შეინარჩუნა

ბუდაპეშტში მსოფლიოს ჩემპიონატზე - ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (125) გახდა. ავთანდილ კენჭაძემ (74) ვერცხლი მოიპოვა. ზურაბ იაკობიშვილმა (70) და ელიზბარ ოდიკაძემ (97) ბრინჯაოს მედლები მოიგეს.

 

24-26 ოქტომბერი

წურწუმიას ბრინჯაო მსოფლიოს ჩემპიონატზე

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: მსოფლიოს ჩემპიონატი

წურწუმიას ბრინჯაო ბუდაპეშტში

ნაკლებად წარმატებული გამოდგა "კლასიკოსთა" მონაგარი - ბუდაპეშტში მსოფლიოს ჩემპიონატზე ნუგზარ წურწუმიამ (55) ბრინჯაო მოიპოვა.

 

27-29 ოქტომბერი

სამი ოქრო აბუ დაბიდან

ძიუდო: აბუ დაბის გრანდ სლემი

ამირან პაპინაშვილს კარგი სეზონი გამოუვიდა

აბუ დაბის გრანდ სლემი ამირან პაპინაშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიგეს.

6 ნოემბერი

დავითაძის ბრინჯაო აშხაბადში

ძალოსნობა: მსოფლიოს ჩემპიონატი

დავითაძემ აკვრაში და ატაცში თითო რეკორდი დაამყარა

აშხაბადში რევაზ დავითაძემ (89) მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან ტურნირზე 2-ჯერ დაამყარა მსოფლიოს რეკორდი.

10 ნოემბერი

ბორჯღალოსნების მარცხი ფლორენციაში

რაგბი: ნოემბრის ტესტები

აძურის 2 ლელო დავუდეთ, მაგრამ მეტოქემ გვაჯობა

ნოემბრის ტესტების პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ფლორენციაში იტალიასთან დამარცხდა - 17:28.

10 ნოემბერი

ლაშა ტალახაძის ზედიზედ მესამე ჩემპიონობა

ძალოსნობა: მსოფლიოს ჩემპიონატი

474 კილო ორჭიდში მსოფლიოს ახალი რეკორდია

ლაშა ტალახაძე (109+) ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. მან ტურნირზე 7-ჯერ დაამხო მსოფლიოს რეკორდი. ჯამში ლაშამ 474 კილო აწია.

10-11 ნოემბერი

ნინო ოძელაშვილის ისტორიული მიღწევა და მედლები ბუქარესტიდან

სამბო: მსოფლიოს ჩემპიონატი

ნინო ოძელაშვილის ცეკვა ქართული

მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ ვახტანგ ჩიდრაშვილი (57), ბექა ბერულავა (82), ნინო ოძელაშვილი (72) და ელენე ქებაძე (+80), ვერცხლის მედალი მოიგო ბექა ბერძენიშვილმა (+100). ბრინჯაო წილად გივი ნადარეიშვილს (52), პაატა ღვინიაშვილსა (90) და დავით ლორიაშვილს (100) ხვდათ. 

17 ნოემბერი

ბორჯღალოსნების გამარჯვება სამოასთან

რაგბი: ნოემბრის ტესტები

საქართველომ სამოასთან თამაში შემოატრიალა

ავჭალის სტადიონზე საქართველოს ნაკრებმა სამმატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, სამოას 27:19 მოუგო. 

24 ნოემბერი

მილტონ ჰეიგის გუნდმა ტონგაც დაამარცხა

რაგბი: ნოემბრის ტესტები

2018 მოგებით დავასრულეთ

ნოემბრის ტესტების ბოლო მატჩში საქართველოს ნაკრებმა ტონგას თბილისში 20:9 მოუგო.

8 დეკემბერი

საბურთალო საქართველოს ჩემპიონია

ფეხბურთი: ეროვნული ლიგა

საბურთალომ ჩემპიონობა ფინიშამდე გაინაღდა

დასრულდა ეროვნული ლიგის გათამაშება. ჩემპიონი ისტორიაში პირველად საბურთალო გახდა.

 

12 დეკემბერი

სუპერთასი ქუთაისში

კალათბურთი: სუპერთასი

ტერენს ტომპსონის ორმაგი დუბლი

საქართველოს სუპერთასი ქუთაისმა მოიგო, დინამო 75:67 დაამარცხა.

 

15-16 დეკემბერი

ორი ოქრო მასტერსზე

ძიუდო: გუანჯოუს მასტერსი

ვარლამ ლიპოარტელიანმა ზედიზედ მეორე წელს მოიგო ძიუდოს მასტერსი

გუანჯოუს მასტერსის ჩემპიონები გახდნენ ვარლამ ლიპარტელიანი (100) და გურამ თუშიშვილი (+100). ვერცხლის მედალი ამირან პაპინაშვილმა (60) მოიგო, ხოლო ბრინჯაო - ვაჟა მარგველაშვილმა (66) და ლაშა შავდათუაშვილმა (73). 

21 დეკემბერი

სეოკ-ის რჩეული: ლაშა ტალახაძე

წლის დაჯილდოება: ოლიმპიური კომიტეტი

ლაშა ტალახაძე

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) დაასახელა.

 

26 დეკემბერი

სპორტის სამინისტროს რჩეული: ლაშა ტალახაძე

წლის დაჯილდოება: სპორტის სამინისტრო

ტალახაძე პრემიერ-მინისტრმა დააჯილდოვა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვერსიით 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. წლის რჩეული კვლავ ძალოსანი ლაშა ტალახაძეა. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, მსოფლიოს რეკორდსმენი.

 

28 დეკემბერი

გიორგი ჩაკვეტაძე წლის საუკეთესო ფეხბურთელია

ფეხბურთი. სფფ-ის რჩეულები და წლის ფეხბურთელი

გიორგი ჩაკვეტაძე სფფ-ის რჩეულია

რუსთაველის თეატრში ქართული ფეხბურთის წლის შემაჯამებელი საღამო გაიმართა. 19 წლის გიორგი ჩაკვეტაძე წლის საუკეთესო ფეხბურთელია

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები