Thumbnail

თამაზ მჭედლიძის საშინელი ტრავმა - ქართველი მორაგბე მძიმედ დაშავდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • თამაზ მჭედლიძის უმძიმესი ტრავმა TOP 14-ის მატჩში
  • ქართველი მორაგბე ლიონთან შეხვედრაში სერიოზულად დაშავდა 

TOP 14-ის მე-13 ტურში თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილს აჟენი ლიონს ესტუმრა და და 20:52 დამარცხდა. მჭედლიძემ თამაში მესამე ხაზში დაიწყო, რაც მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა. ქართველმა მორაგბემ მე-9 წუთზე უმძიმესი ტრავმა მიიღო და მოედნიდან სპეციალური მანქანის დახმარებით გაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქართველმა მორაგბემ ბარძაყი მოიტეხა. ტრავმის ეპიზოდში მსაჯმა მაქსიმ შალონმა შეხვედრა უმალვე შეაჩერა და მოედანზე ექიმებს უხმო. ტრავმის სერიოზულობიდან გამომდინარე, აჟენის ექიმებს ლიონის ექიმებიც დაეხმარნენ. მჭედლიძე აპლოდისმენტებით გააცილეს. "ძალიან ვნერვიულობთ მის გამო!", - განაცხადა აჟენის მორაგბემ, რემი ვეკინმა.

🗣 აჟენის ქომაგების კომენტარები

'მჭედლიძის ტრავმა საშინელი სანახავი იყო'

'ვილოცოთ თამაზ მჭედლიძისთვის'

'თამაზ მჭედლიძემ წელს მესამე ხაზში პირველად ითამაშა და 9 წუთის შემდეგ უმძიმესი ტრავმა მიიღო'.

მჭედლიძის ტრავმა იყო საშინელება. მას უმძიმესი მოტეხილობა აქვს. ჟანგბადის ბალონი დასჭირდა მოედნიდან გაყვანის დროს.

კომენტარები

ბოლო ამბები