Thumbnail

ლაშა ლომიძე ინგლისში დაბრუნდა - ქართველი ჩემპიონშიფში ითამაშებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლაშა ლომიძე ინგლისის ჩემპიონშიფში ითამაშებს
  • ქართველი მორაგბე დონკასტერ ნაითსის ღირსებას დაიცავს

ლაშა ლომიძე კარიერას ინგლისში გააგრძელებს. ის დონკასტერ ნაითსის ღირსებას დაიცავს. ქართველი მორაგბისთვის ეს კარიერაში მეორე ინგლისური კლუბია. ლაშამ 2017 წელს ლოდონ აირიშში ითამაშა და ამ კლუბის მაისურით ჩატარებულ 8 შეხვედრაში ერთი ლელოს დადებაც მოახერხა. ქართველი მორაგბის ტრანსფერს კლუბის დირექტორი კლაივ გრიფიტსიც გამოეხმაურა.

კლაივ გრიფიტსი: 'ლაშას ტრანსფერი ბრწყინვალე გადაწყვეტილებაა, როგორც კლუბისთვის, ასევე ქართველი მორაგბისთვის, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე განვითარებადი ნაკრების წარმომადგენელია მსოფლიოში. ტრავმებმა პრობლემები შეგვიქმნა, მაგრამ ლაშას ტრანსფერი ამ პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარება.'

26 წლის ქართველი მორაგბე ბოლოს ფრანგული ორიაკის ღირსებას იცავდა. ლაშას საქართველოს ეროვნული ნაკრებში 46 მატჩი აქვს ჩატარებული. დონკასტერი ჩემპიონშიფში მე-9 ადგილზეა, ლომიძე კი მეორე ქართველია, რომელიც ჩემპიონშიფის მიმდინარე გათამაშებაში ითამაშებს. ნოდარ ჭეიშვილი ქორნიშ პირატების ღირსებას იცავს.

კომენტარები

ბოლო ამბები