- აღიარება ევროლიგის სადებიუტო შეხვედრის შემდეგ
- გოგა ბითაძის მომენტი ევროლიგამ ტურის დაფარებად მიიჩნია
ევროლიგის პირველი წრის ბოლო ტურში გოგა ბითაძის დებიუტი შედგა. გოგამ მიუნხენის ბაიერნთან ითამაშა და ბრწყინვალე შედეგიც დააფიქსირა. ქართველმა კალათბურთელმა 17 ქულა ჩააგდო, 7-ჯერ მოხსნა ბურთი და მეტოქის კალათბურთელებს 4-ჯერ დააფარა.
ევროლიგის ოფიციალურმა არხმა ამ 4 დაფარებიდან ერთ-ერთი გამოარჩია და ტურის საუკეთესო დაფარებად აირჩია. გოგამ ამ ეპიზოდში ბაიერნის მეათე ნომერი ლეონ რადოსევიჩი გააჩერა. ქართველი კალათბურთელის ეს მომენტი ევროლიგის მე-15 ტურის ტოპ 10 მომენტშიც მოხვდა.
კომენტარები