Thumbnail

დებიუტი ასეთი უნდა! ბითაძე ევროლიგას 17 ქულით და 4 ბლოკით იწყებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბაიერნი 93:88 ბუდუჩნოსტი
  • გოგა ბითაძე: 23 წუთში - 17 ქულა, 7 მოხსნა და 4 დაფარება

ევროლიგის მე-15 ტურში გოგა ბითაძის ბუდუჩნოსტი ბაიერნს ესტუმრა და 88:93 წააგო. მონტენეგროს კლუბს ევროლიგაზე 3 მოგება და 12 მარცხი აქვს და ბოლოსწინა ადგილზეა.

გოგა ბითაძის 4 დაფარება ევროლიგის მე-15 ტურის საუკეთესო შედეგია.

ამ შეხვედრაში შედგა გოგა ბითაძის დებიუტი ევროლიგაში. ის არ ყოფილა სასტარტო ხუთეულში, მაგრამ შესანიშნავად ითამაშა - 23:14 წუთში 17 ქულა ჩააგდო, რაც ბუდჩნოსტში NBA-ს ყოფილი ჩემპიონის, ნორის კოულის (27 ქულა) შემდეგ მეორე შედეგია. გოგას ანგარიშზეა 7 მოხსნა, 4 ბლოკი და 1 ჩაჭრა. 4 ბლოკი ევროლიგის ტურში საუკეთესო შედეგია!

მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 22 იყო. ქართველმა ცენტრმა მატჩის დასრულებამდე 13 წამით ადრე მეხუთე ფოლი მიიღო. ბითაძის ბუდუჩნოსტი შემდეგ ტურში მილანს ესტუმრება. 

კომენტარები

ბოლო ამბები