Thumbnail
  • რუსთაველის თეატრში ქართული ფეხბურთის წლის შემაჯამებელი საღამო გაიმართა
  • ფეხბურთის ფედერაციამ საუკეთესოები დააჯილდოვა
  • წლის მთავარი ჯილდო გიორგი ჩაკვეტაძეს ერგო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ რუსთაველის თეატრში წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა. მთავარი მოვლენა 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება იყო, თუმცა გამარჯვებულები სხვა ნომინაციებშიც გამოვლინდნენ .

2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძეა, რომელიც გენტის და საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ბრწყინავს. ჩაკვეტაძის კონკურენტები იყვნენ ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი) და სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი მ., რუსეთი).

სფფ-ს პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე

“ძალიან ბედნიერი ვარ და მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ნაკრების სხვა ფეხბურთელებს, რადგან მათ გარეშე ამ ჯილდოს ვერ დავიმსახურებდი. მადლობა სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას,“ - განაცხადა დაჯილდოების შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძემ.

ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი საჩხერის ჩიხურას გოლეადორი გიორგი გაბედავაა, საუკეთესო მწვრთნელი კი - ჩემპიონი საბურთალოს დამრიგებელი გიორგი ჭიაბრიშვილი. საქართველოს წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად გიორგი ხარაიშვილი დასახელდა. წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი გულნარა გაბელია გახდა.

გამარჯვებულები სხვა ნომინაციებში

ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარე: როინ კვასხვაძე (ტორპედო)

ეროვნული ლიგის საუკეთესო მცველი: მამუკა კობახიძე (ტორპედო)

ეროვნული ლიგის საუკეთესო ნახევარმცველი: მათე ცინცაძე (ტორპედო)

ეროვნული ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი: გიორგი გაბედავა (ჩიხურა)

ეროვნული ლიგის საუკეთესო ლეგიონერი: ლეანდრო რიბეირო (დილა)

ეროვნული ლიგის საუკეთესო მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი (საბურთალო)

ეროვნული ლიგის ბომბარდირები: გიორგი გავედავა (ჩიხურა), ბუდუ ზივზივაძე (დინამო თბ.)

ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი: გიორგი გაბედავა (ჩიხურა)

გიორგი გაბედავა სფფ-ს გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა დააჯილდოვა

ეროვნული ლიგის სიმბოლური ნაკრები: კვასხვაძე (ტორპედო), რეხვიაშვილი (საბურთალო), აზაცკი (ტორპედო), კობახიძე (ტორპედო), რიბეირო (დილა), ცინცაძე (ტორპედო), დიასამიძე (საბურთალო), გონსალვეში (საბურთალო), გაბედავა (ჩიხურა), კოვტალიუკი (დილა), ზივზივაძე (დინამო თბ.).

ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო მწვრთნელი: გია გეგუჩაძე (ბათუმი)

ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი)

ალექსანდრე ჩივაძის პრემია 17-წლამდე ფეხბურთელებს: ირაკლი აზაროვი (ბრინჯაო), ლაშა კვარაცხელია (ვერცხლი), ნიკა ტალახაძე (ოქრო)

ალექსანდრე ჩივაძის პრემია 19-წლამდე ფეხბურთელებს: ლევან ხარაბაძე (ბრინჯაო), ხვიჩა კვარაცხელია (ვერცხლი), ზურიკო დავითაშვილი (ოქრო)

საქართველოს ფუტსალის წლის საუკეთესო მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ნაკრები)

საქართველოს ფუტსალის წლის საუკეთესო ფეხბურთელი: ზვიად კუპატაძე (საქართველოს ნაკრები)

წლის საუკეთესო მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი

ქალთა ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირი: სალომე გასვიანი

ქალთა ფეხბურთის წლის საუკეთესო მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე (საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი)

წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი: გულნარა გაბელია

საქართველოს ქალთა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი: ნათია დანელია

წლის საუკეთესო გოლი: ვაკო ყაზაიშვილი (საქართველო-ესტონეთი)

წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი)

ვაკო ყაზაიშვილს წლის საუკეთესო ქარტული გოლისთვის განკუთვნილი ჯილდო სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გადასცა

 

კომენტარები

ბოლო ამბები