Thumbnail

300 მილიონი ევრო ვალი! კოუტინიოს ყიდვის შემდეგ ბარსელონა შავ დღეშია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბარსელონას სატრანსფერო დანახარჯები 2017/18 წლების სეზონში.
  • კატალონიელთა ვალი ბოლო წლის განმავლობაში გაიზარდა.
  • კამპ ნოუს რეკონსტრუქციის წელს დაწყება გაჭირდება.

ბარსელონამ ლივერპულის ნახევარმცველის ფილიპე კოუტინიოს შეძენას, ფაქტობრივად, სელექციისთვის გამიზნული მთელი ბიუჯეტი შეწირა, - ირწმუნება Marca.

25 წლის ბრაზილიელში გადახდილი თანხა ოფიციალურად არ სახელდება, თუმცა მედიის ინფორმაციით, კატალონიელებმა ფეხბურთელში 120 მილიონი ევრო (პლუს 40 მილიონი ევრო ბონუსად) გადაიხადეს.

2017/18 წლების სეზონში ბარსელონამ ახალი ფეხბურთელების შესაძენად 312,5 მილიონი ევრო დახარჯა.

კატალონიურმა გრანდმა დაიმატა უსმან დემბელე (105 მლნ), პაულინიო (40 მლნ), ნელსონ სემედუ (30,5 მლნ), ჟერარ დეულოფეუ (12 მლნ) და მარლონი (5 მლნ), ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კი კლუბის ბოლო შენაძენი პალმეირასის მცველი იერი მინა (12 მლნ) უნდა გახდეს.

ნეიმარის პარი სენ-ჟერმენში 222 მილიონ ევროდ გაყიდვის გათვალისწინებითაც კი, ბოლო წლის განმავლობაში ბარსას ვალი 300 მილიონი ევროთი გაიზარდა.

ბარსელონას კატალონიაში რთული პოლიტიკური ვითარების გამო ახალი სპონსორების მოზიდვა გაუჭირდება.

იმ შემთხვევაში, თუკი კლუბი შემოსავლის დამატებით წყაროებს ვერ მოიძიებს, კამპ ნოუს რეკონსტრუქციია 2018 წელს ვერ დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები