Thumbnail

მოდრიჩმა მადრიდის რეალს უარი უთხრა - რას აპირებს ლუკა?

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ხორვატ ნახევარმცველს ახალი კონტრაქტის პირობები არ მოეწონა
  • წლის საუკეთესო ფეხბურთელი შესაძლოა იტალიაზეც ფიქრობს

მადრიდის რეალის ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი კლუბთან შეთანხმებას ვერ ახერხებს  ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, რომელსაც ვადა 2020 წლის ზაფხულში ეწურება.

როგორც ესპანური მედია Telemadrid-ზე დაყრდნობით იუწყება, 33 წლის ხორვატმა ფეხბურთელმა კონტრაქტის გაგრძელებაზე "სამეფო კლუბის" პირველ წინადადებას უარით უპასუხა. მოდრიჩს არ მოეწონა პირობები, რომელიც რეალმა შესთავაზა.

თუკი რეალი და მოდრიჩი ვერ მოილაპარაკებენ, დიდი ალბათობით, ფეხბურთელი კარიერას მილანის ინტერში გააგრძელებს, რომელიც ტრანსფერის განხორციელებას ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს ცდილობდა. იწერება, რომ ლუკას "ნერაძური" ორწლიან კონტრაქტსა და სეზონში დაახლოებით 10 მილიონ ევროს პირდება. ინტერიდან მოდრიჩს ჩინეთში სარფიანად გადაბარგება და კარიერის იქ დასრულება შეეძლება.

მეტი ამ თემაზე: ინტერი მოდრიჩს არ ეშვება: ხორვატი იანვრის იმედადაა

არადა, მანამდე ლუკა მოდრიჩმა კარიერის ბოლომდე მადრიდის რეალში დარჩენის სურვილზე ილაპარაკა, სადაც 2012 წლიდან გამოდის.

2018 წელი ლუკა მოდრიჩისთვის კარიერაში ყველაზე წარმატებული იყო. ფეხბურთელმა ხორვატიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი ითამაშა, მანამდე კი რეალში ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება იზეიმა. ლუკა წლის საუკეთესო ფეხბურთელად ჯერ უეფამ და ფიფამ დაასახელეს, შემდეგ კი France Football-მა "ოქროს ბურთი" მიაკუთვნა.

მეტი ამ თემაზე'საუკუნის უდიდესი ძარცვა' - რას წერენ მოდრიჩსა და ოქროს ბურთზე

კომენტარები

ბოლო ამბები