Thumbnail

'ჩემი ოცნება ახდება!' - დღეს ევროლიგაზე გოგა ბითაძის დებიუტი შედგება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ევროლიგის მე-15 ტური | ბაიერნი V ბუდუჩნოსტი
  • გოგა ბითაძის დებიუტი ევროლიგაზე გერმანიაში შედგება

ევროლიგის პირველი წრის ბოლო, მე-15 ტურში გოგა ბითაძის ბუდუჩნოსტი ბაიერნს შეხვდება. ბითაძემ ჩვენთან საუბრის დროს დაადასტურა, რომ ბაიერნის წინააღმდეგ ითამაშებს და ევროლიგაზე მისი დებიუტი შედგება.

გოგა ბითაძე: "NBA-სთან ერთად, ჩემი ოცნება იყო ამ ლიგაში თამაშიც. აუცილებლად ვითამაშებ ბაიერნთან და ხვალ ეს ოცნება ამიხდება. მატჩს მოუთმენლად ველოდები.'

გოგას გუნდი ევროლიგის რეგულარულ სეზონში, 14 ტურის შემდეგ, ბოლოსწინა ადგილზეა და მხოლოდო თურქულ დარუშაფაქას უსწრებს. ბაიერნი კი პლეი ოფში გასასვლელად იბრძვის და მე-8 ადგილზეა. გერმანულ გუნდს სახლში 5 მოგება და 4 მარცხი აქვს, ბუდუჩნოსტი გასვლაზე საშინლად თამაშობს - ბითაძის გუნდს 6-დან 6 მატჩი აქვს წაგებული.

შეხვედრა 28 დეკემბერს  თბილისის დროით 23 საათსა და 30 წუთზე დაიწყება

U petak u 20:30h igramo protiv FC Bayern Basketball! 🏀💪 #EuroLeague

Posted by KK Budućnost VOLI on ოთხშაბათი, 26 დეკემბერი, 2018

 

კომენტარები

ბოლო ამბები