Thumbnail
  • თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის ბასკონიამ მე-7 მატჩი მოიგო
  • ბასკონიამ ევროლიგის პირველი წრე მე-10 ადგილზე დაასრულა

მოსკოვში ევროლიგის რეგულარული სეზონის მე-15 ტურის მატჩში ქართველთა ბასკონიამ ხიმკი 8 ქულით, 85:77 დაამარცხა. ბასკონიამ სეზონში მე-7 გამარჯვება იზეიმა და საპლეი ოფო ზონას 2 ადგილით ჩამორჩება.

სასტარტო ხუთეულში მხოლოდ მეტ ჯენინგი იყო, რომელმაც 32 წუთში 12 ქულა ჩააგდო და 2-ჯერ მოხსნა ბურთი ფარიდან. ჯენინგმა 3-დან 2 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 2 საჯარიმო გამოიყენა.

რაც შეეხება თორნიკეს, ის ბასკონიას სწორედ მოსკოვში დაუბრუნდა. ქართველმა კალათბურთელმა 21 წუთში 8 ქულა ჩააგდო, 4-ჯერ მოხსნა ბურთი და საკალათბურთო ფარიც ჩაამსხვრია.

ბასკონიამ უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო. ვიტორიულმა კლუბმა სეზონში მე-7 გამარჯვებას მიაღწია და მე-10 ადგილზე იმყოფება. ბასკონია მომდევნო ტურში გათამაშების ლიდერს, ფენერბაჰჩეს ესტუმრება. მატჩი 2019 წლის 4 იანვარს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები