Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების ფასი transfermarkt-ის მიხედვით
  • 19 წლის გიორგი ჩაკვეტაძის ფასი თითქმის გაორმაგდა
ფასები წინა განახლების შემდეგ: ჩაკვეტაძე 2 მილიონით გაძვირდა - ქართველ ფეხბურთელებს ფასი დაედო

"ტრანსფერმარკტი" ჩემპიონატების მიხედვით აახლებს ფეხბურთელთა სავარაუდო ფასებს. 2018/19 წლების სეზონის ზამთრის პაუზა ბელგიის ჟუპილერლიგაშიც დადგა და ცნობილმა ვებგვერდმა ბელგიაში მოთამაშე ფეხბურთელების საბაზრო ფასები განაახლა. 

ფეხბურთის ქართველი ფანები ამას მოუთმენლად ელოდნენ, რადგან ბელგიაში 19 წლის გიორგი ჩაკვეტაძე თამაშობს - ფეხბურთელი, რომელსაც ყველაზე წარმატებული შემოდგომა ჰქონდა მოწინავე ქართველ მოთამაშეებს შორის.

ჩვენ მისი ფასის მკვეთრ მატებას ველოდით და ასეც მოხდა: ამიერიდან, ჩაკვეტაძე 9 მილიონი ევრო ღირს. აღსანიშნავია, რომ წინა განახლების შემდეგ მისი ფასი 5 მილიონი იყო. როგორც ხედავთ, ჩაკვეტაძის ფასი თითქმის გაორმაგდა და ამით ის ახლა ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია. მან საბა კვერკველიას გაუსწრო, რომლის ფასი "ტრანსფერმარკტის" მიხედვით 8 მილიონი ევროა. რუსეთის პრემიერ ლიგის მოთამაშეების ფასები უკვე განახლდა, კვერკველიას ფასი კი უცვლელია.

💰 მესამე ადგილზე ორი ფეხბურთელია - გენტის ფორვარდი გიორგი ქვილითაია, რომელიც სეზონის წინაც 3 მილიონი ევრო ღირდა და შახტარის მცველი დავით ხოჭოლავა, რომელმაც ამ შემოდგომით ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გამოცდილება შეიმატა და "ტრანსფერმარკტმაც" მის ფასს ნახევარი მილიონი ევრო დაუმატა.

💰 მეხუთე ადგილზეა ვაკო ყაზაიშვილი. მართალია, ვაკომ MLS-ში შესანიშნავი სტატისტიკა აჩვენა, მაგრამ მისი გუნდი ლიგის გამოკვეთილი აუტსაიდერი იყო. ვაკო 2.5 მილიონი ევრო ღირდა, ახლა კი 2 მილიონი ღირს. 

💰 მე-6 ადგილს იყოფენ გურამ კაშია და ჯიმი ტაბიძე - 1.5 მილიონი ევრო. თუკი 31 წლის კაშიას ფასი კლებულობს, 22 ტაბიძისა იზრდება. ამ ეტაპზე კი მათი ფასები გადაიკვეთა. კაშია განახლებამდე 2 მილიონი ღირდა, ხოლო ტაბიძის ფასი მისი ნახევარი იყო. 

💰 მე-8 ადგილზე ლუცერნის ნახევარმცველი ვაკო გვილიაა, რომლის ფასმაც 900 ათასი ევროდან 1.25 მილიონამდე მოიმატა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს მას შვეიცარიულ კლუბში კარგად არ აქვს საქმე. 

💰 მე-9 ადგილს კი ერთბაშად 6 ფეხბურთელი იყოფს - 1 მილიონი ევრო. მათ შორის მხოლოდ ჯანო ანანიძის ფასმა დაიკლო (განახევრდა), ოთარ კიტეიშვილის (800 ათასიდან) და გია გრიგალავას (450 ათასიდან) ფასებმა კი იმატეს. ნაკრების კაპიტან ჯაბა კანკავას, ზაურ მახარაძისა და ოთარ კაკაბაძის ფასები კი უცვლელია.

რა ღის საქართველოს ნაკრები?

ჩაკვეტაძემ ნაკრების ფასიც გაზარდა

ფასების განახლებასთან ერთად, მოდი, საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირი 11-ეული შევადგინოთ. ის ასე გამოიყურება

საქართველოს ნაკრები

მეკარე: მახარაძე (1 მილიონი)

მცველები: კვერკველია (8), ხოჭოლავა (3), კაშია (1.5), ტაბიძე (1.5)

ნახევარმცველები: ჩაკვეტაძე (9), ყაზაიშვილი (2), გვილია (1.25), კანკავა (1), ანანიძე (1)

ფორვარდი - ქვილითაია (3)

მაშ ასე, ასეთი საქართველოს ნაკრები 32.5 მილიონი ევრო ღირს. 

საინტერესო ფაქტები

კახა კალაძე მილანში თამაშისას

📌 transfermarkt-ის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი ჩაკვეტაძე გახდა, მან კახა კალაძეს გაუსწრო, რომელიც ამ საიტზე 8.5 მილიონი ღირდა. 

📌 transfermarkt-ზე ყველა დროის ყველაძე ძვირ ქართველთა ხუთეული ახლა ასეთია: ჩაკვეტაძე - 9, კალაძე - 8.5, კვერკველია - 8, კობიაშვილი - 7.5 და შოთა არველაძე - 6.

📌 ერთი განახლებით 4 მილიონი ევრო ქართველ ფეხბურთელს აქამდე არასოდეს მოუმატია, ეს პირველად ჩაკვეტაძემ შეძლო.

📌 თინეიჯერი ქართველების ექვსეული ჩაკვეტაძე - 9, ლევან ხარაბაძე (18 წლის) - 550 ათასი, ხვიჩა კვარაცხელია (17) - 400 ათასი, ნიკა ნინუა (18) - 300 ათასი, ზურა დავითაშვილი (17) და გიორგი კუცია (19) 250-250 ათასი.  

📌 მსოფლიოს თინეიჯერებში ჩაკვეტაძე 32-ე პოზიციაზეა. ვინაიდან კილიამ მბაპე უკვე 20 წლის გახდა, სიას სათავეში ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი) უდგას - ის 70 მილიონი ევრო ღირს. 

ნაკრების უძვირფასესი მოთამაშეები. TOP-10

1. გიორგი ჩაკვეტაძე (19 წლის) - €9 მილიონი

2. საბა კვერკველია (26) - 8

3. დავით ხოჭოლავა (25) - 3

3. გიორგი ქვილითაია (25) - 3

5. ვაკო ყაზაიშვილი (25) - 2

6. გურამ კაშია (31) - 1.5

6. ჯიმი ტაბიძე (22) - 1.5

8. ვაკო გვილია (24) - 1.25

9. ჯაბა კანკავა (32) - 1

9. გია გრიგალავა (29) - 1

9. ჯანო ანანიძე (26) - 1

9. ზაურ მახარაძე (25) - 1

9. ოთარ კაკაბაძე (23) - 1

9. ოთარ კიტეიშვილი (22) - 1

კომენტარები

ბოლო ამბები