Thumbnail
  • შენგელიას დანკის მცდელობამ თამაში კინაღამ ჩაშალა
  • "კრილატსკოეს" ფარმა ვერ გაუძლო

მოსკოვში ამ წუთებში ევროლიგის რეგულარული სეზონის მე-15 ტურის მატჩი მიმდინარეობს. ხიმკი ქართველთა ბასკონიას მასპინძლობს, რომლის რიგებშიც თორნიკე შენგელია და მეტ ჯენინგი თამაშობენ. გუნდის ქართველი კაპიტანი შენგელია ნიღბით ასპარეზობს, რადგან ბარსელონასთან მატჩში ცხვირი გაიტეხა. 

კრილატსკოეს დარბაზის ფარი შენგელიასთან 'დუელის' შემდეგ

მე-3 მეოთხედში, როცა ბასკონია 45:36-ს იგებდა, თორნიკე ბურთს კალათში ტენიდა, როცა "კრილატსკოეს" დარბაზის ფარმა ვერ გაუძლო და დაიმსხვრა. მატჩი რამდენიმე წუთით შეწყდა, თუმცა მოგვიანებით განახლდა. 

აღსანიშნავია, რომ ქართველი ლეგიონერებიდან სასტარტო ხუთეულში ჯენინგი იყო, შენგელია კი შეცვლაზე შევიდა. 

თორნიკე შენგელიას ფარი თავზე ჩამოემსხვრა

თორნიკე შენგელიას ფარი თავზე ჩამოემსხვრა

Posted by Silk Sport on ხუთშაბათი, 27 დეკემბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები