Thumbnail
  • ვინ აკრიტიკებს ლიონელ მესის 
  • მესის ინიესტა ენატრება და პეპთან სიამოვნებით იმუშავებდა
მესი არგენტინაში ისვენებს

Marca-მ ბარსელონას არგენტინელ სუპერვარსკვლავ ლიონელ მესისთან ექსკლუზიური ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც ლეომ ისაუბრა ყველაფერზე - წლევანდელ "ოქროს ბურთზე", უსმან დემბელეზე, ოჯახზე და კრიშტიანო რონალდოზე. 

მესიმ ეს სეზონიც დიდებულად დაიწყო - ლა ლიგის 15 მატჩში ითამაშა და 15 გოლს 10 საგოლე პასი დაურთო.

ევროპის მოწინავე ლიგებში ლეოს პირველი ადგილი უკავია, როგორც გოლებით ასევე გოლი პლუს პასი სისტემით. 

'ოქროს ბუცი' გუნდური ტიტულია

Marca: კიდევ ერთი წელი და მეხუთე "ოქროს ბუცი". არ დაიღალეთ ტიტულების მოგებით?

ლიონელ მესი: ეს ძალიან კარგი პრიზია და ის ყველას ეკუთვნის გუნდში არა მარტო მე. ჩემი აზრით, ეს უფრო გუნდური პრიზია, ისევე, როგორც ზამორას ტროფეი გოლკიპერებისთვის. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ "ოქროს ბუცი" კიდევ ერთხელ მოვიგე.

Marca: 5 "ოქროს ბუცი", 5 "ოქროს ბურთი", ამ სიას ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტიტული აკლია?

ლიონელ მესი: ეს იქნებოდა ძალიან კარგი. როგორც უკვე ვთქვით სეზონის დასაწყისში, ჩემპიონთა ლიგა ყოველთვის განსაკუთრებული ტურნირია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენთვის მისი მოგება განსაკუთრებით ბრწყინვალე ამბავი იქნებოდა.

ტიაგო - ლეოს პირველი კრიტიკოსი

ლეო მარკასთან ინტერვიუს დროს

Marca: თქვენი ცხოვრების ამ ეტაპზე ფეხბურთი ისევ მთავარი პრიორიტეტია, თუ ოჯახსმა პირველობა დაისაკუთრა?

ლიონელ მესი: მას მერე, რაც პირველი შვილი შემეძინა, ჩემთვის პრიორიტეტი უკვე ოჯახია. ოჯახი ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა. რა თქმა უნდა, მე მიყვარს ფეხბურთი და ფეხბურთით ვცხოვრობ, მაგრამ ოჯახი ყველაფერზე წინაა.

Marca: სამი შვილი საკმარისია თუ ოჯახში მატებაზე ფიქრობთ?

ლიონელ მესი: ჩირო ჯერ ახლა სწავლობს სიარულს. ასე რომ, ჯერ ადრეა ამ თემაზე საუბარი, თუმცა მე და ანტონელას სიამოვნებით გვეყოლებოდა გოგონაც. 

Marca: ჩვენ უკვე ვნახეთ მატეო და ტიაგო "კამპ ნოუზე". რა უთხოვიათ მათ ისეთი, რამაც ყველაზე მეტად მიიპყრო თქვენი ყურადღება?

ლიონელ მესი: ორივეს ძალიან უყვარს ფეხბურთი. ტიაგოს უფრო მეტი ესმის, რადგან ის უფროსია. მას შეუძლია თამაშის "გარჩევა". ის უკვე საკმაოდ ჩართულია ამ საქმეში.

Marca: მამასაც ხომ არ აკრიტიკებს?

ლიონელ მესი: კი, კი. მე უკვე გამაკრიტიკა ერთი-ორჯერ. მას უყვარს ბარსა, უყურებს ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგას. სვამს კითხვებს, მეუბნება, თუ რამე არ მოსწონს.

Marca: მართალია, რომ როცა ბარსა აგებს, სახლში ფეხბურთზე ლაპარაკი აკრძალულია?

ლიონელ მესი: ასე იყო ადრე, მაგრამ ახლა არა. ძალიან ძნელია, ცუდი თამაშის გაანალიზება და განხილვა სახლში, მაგრამ ტიაგო მაიძულებს ამას. მაიძულებს გავცე პასუხი, რატომ ვითამაშეთ ცუდად და რატომ ვერ გავიმარჯვეთ. ახლა ჩვენ ფეხბურთზე გაცილებით ბევრს ვლაპარაკობთ.

ლეო და ტიგაო

Marca: თქვენ ახლა არგენტინაში იმყოფებით, როგორ ისვენებთ, როგორი შობა გაატარეთ?

ლიონელ მესი: რაც უნდა მოხდეს, ჩვენ ყოველთვის არგენტინაში ვხვდებით შობას. ეს არის საოცარი და ლამაზი დღეები. დროს სხვადასხვანაირად ვატარებთ, ბავშვებთან და მათ გარეშე. სანტა კლაუსის გამო, ბავშვებთან ერთად უფრო კარგ დროს ვატარებთ.

აუხდენელი ოცნება არ არსებობს

Marca: თქვენი გუნდელი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი მუნდიალზე გერმანიის ნაკრების სათადარიგო იყო, კარში კი მთელი სეზონის განმავლობაში ტრავმირებული ნოიერი იდგა. როგორ თვლით, არ იყო ეს უსამართლო?

ლიონელ მესი: ასე ვიტყოდი, ძალიან გამიკვირდა. მარკს დიდებული წელი ჰქონდა, მაგრამ ვინ ითამაშებს გერმანიის ნაკრებში, გერმანიის ნაკრების ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია და არა ჩემი.

Marca: რა პერსპექტივა უფრო მოგწონთ - ლეროი სანეს დარ გუნდელებთან ერთად თამაში თუ ისევ პეპ გვარდიოლასთან ერთად მუშაობა?

ლიონელ მესი: ყოველთვის კარგია დიდებულ ფეხბურთელთან თამაში, თუმცა ძნელიცაა. მე სიამოვნებით ვიმუშავებდი გვარდიოლასთან ერთად. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია.

Marca: ჰოლანდიაში და უკვე ესპანეთშიც ძალიან ბევრს საუბრობენ ახალგაზრდა ტალანტებზე - დე ლიხტზე და დე იონგზე - როგორ ფიქრობთ, შეძლებენ ისინი ბარსას სტილში თამაშს?

ლიონელ მესი: ისინი იმ საფეხბურთო სკოლის აღზრდილები არიან, რომელიც ძალიან წააგავს ჩვენს აკადემიას. აიაქსშიც ძალიან უყვართ ბურთთან მუშაობა. ორივე ძალიან კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელთაც დიდი მომავალი აქვთ. 

Marca: რა არის თქვენთვის აუხდენელი ოცნება?

ლიონელ მესი: არაფერია შეუძლებელი. ყველაფრის მიღწევა შეიძლება, რასაც დაისახავ, თუ ამისთვის ბევრს და სწორად იშრომებ. ასეთი მენტალიტეტით მიუღწეველი მართლა არაფერია.

პენალტი თუ ჯარიმა

მესი თვლის, რომ ბარსა წელს უკეთ თამაშობს

Marca: ამას წინათ თქვით, რომ პენალტების დარტყმა გასაუმჯობესებელი გაქვთ. რას აკეთებთ ამ მიმართულებით, მეკარეების თამაშს აანალიზებთ?

ლიონელ მესი: ვარჯიშითა და ყურებით ვცდილობ უკეთესი შედეგის მიღწევას. დღეს ფეხბურთში ყველაფერს შევისწავლით - ჯარიმებს, პენალტის, თამაშის წარმართვას. ყველაფერს ვაანალიზებთ, რომ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდეს. 

Marca: როცა საჯარიმოს ურტყამთ, ეს სანახევრდო გოლია. დიდი სხვაობაა საჯარიმოსა და პენალტს შორის?

ლიონელ მესი: სხვადასხვა რამეა. ჯარიმის დროს შენ გაქვს ბარიერი და დისტანცია, აქ სულ სხვა სახის დარტყმაა საჭირო. ჯარიმის დარტყმის დროს ზეწოლა ნაკლებია, არავინ გეტყვის, რატომ ვერ გაიტანეო. პენალტი კი გასატანია, ასე რომ, მეკარეს ნაკლები ზეწოლა აქვს, შენ კი მეტი. 
ახლა უკეთ ვთამაშობთ, მაგრამ მეტს ვუშვებთ

Marca: შარშან ბარსა დაცვაში რეკორდებს ამყარებდა, ამ სეზონში კი გუნდი ბევრ გოლს უშვებს, რა ხდება?

ლიონელ მესი: ამ სეზონში ისევ 4-3-3 სისტემით ვთამაშობთ. გასულ სეზონში ორი 4-კაციანი ხაზი გვყავდა - ნაკლები სივრცე რჩებოდა მეტოქეებისთვის შესატევად. ახლა ბურთი მეტად გვაქვს, უკეთ ვთამაშობთ, მაგრამ მოწინააღმდეგესაც მეტი შანსი რჩება გოლის გატანის. ბოლო თამაშებში დაცვაში უკეთ ვთამაშობთ, იმედია, ასეც გაგრძელდება.

Marca: გაკვირვებთ აკადამიაგამოვლილი ბიჭების თამაშის ხარისხი?

ლიონელ მესი: თავიდა კი, გვაკვირვებდა, მაგრამ ისინი დიდხანს ატარებენ ჩვენთან ვარჯიშებზე და დავრწმუნდით, რომ კარგი მოთამაშეები არიან. კლუბი სწორად მუშაობს მათთან, ჩვენთან ვარჯიშით კი მეტად ვითარდებიან. 

Marca: გიფიქრიათ, რომ კიდევ მოვა ის დრო, როცა ბარსას 11-ეული მთლიანად "ლა მასიას" აღზრდილებით დაკომპლექტდება?

ლიონელ მესი: რთული საკითხია. ვფიქრობ, ბიჭები კარგად ხედავენ, რომ სულაც არ არის შეუძლებელი ძირითად გუნდში მოხვედრა და ეს მთავარია. მათი დროც მოვა. 

Marca: სერხიო ბუსკეტსმა თქვა ამას წინათ, რომ ეს პროცესი უნდა დაჩქარდეს...

ლიონელ მესი: ჩვენი თაობა სულ სხვა ერიდან იყო, ახლა სხვა სიტუაციაა. ვიცი, რომ ჩვენ ახალგაზრდა ფეხბურთელებს სხვა კლუბებიდან აქვთ შემოთავაზებები. ვიცი მათი პოზიციაც - ბევრისთვის პირველ გუნდში მოხვედრა უფრო რთულად მოჩანს, სხვა გუნდებში კი ამას იოლად მიიღებენ. აქ ფული მთავარი სულაც არაა.

Marca: ხომ არ ფიქრობთ, რომ იანვარში ბარსას გაძლიერება მართებს? მაგალითად, ალბას შემცვლელი არ ჰყავს, უმტიტი ტრავმირებულია, რაფინია მთელი სეზონი ვერ იქნება...

ლიონელ მესი: ეს საკითხი მწვრთნელთან და კლუბის ხელმძღვანელობასთან გაარკვიეთ. პირადად მე მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი კონტინგენტი გვყავს და აკადემიაშიც არიან კარგი ბიჭები, რომელთაც პირველ გუნდში თამაში შეუძლიათ. 

Marca: ანდრეს ინიესტა თუ გენატრებათ?

ლიონელ მესი: რა თქმა უნდა, როგორც მოედანზე ისე მის გარეთ მის გარეშე მოვიწყინე. ჩვენ ერთად ბევრი წელი გავატარეთ, ბევრი ემოცია გავცვალეთ. დიდი დრო გავატარეთ ვარჯიშებზე. დიახ, ძალიან უცნაურია, რომ ის ჩვენთან აღარ არის.

რამდენი გუნდის ტურნირია ლა ლიგა

Marca: ეს სეზონი ლა ლიგაში უფრო დაძაბულია...

ლიონელ მესი: თანამედროვე ფეხბურთში იოლად მოგება ძნელია, ყველა იბრძვის. გამარჯვებები მძიმედ მოდის.

Marca: ალბათ კარგია, რომ სამეულის გარდა სხვებსაც აქვთ შანსი?

ლიონელ მესი: ესპანეთის ლიგაში რეალობა ხშირად იყო ისეთი, რომ 2-3 გუნდი იბრძოდა ჩემპიონობისთვის, დანარჩენი გუნდები კი, თითქოს, სხვა ჩემპიონატში გამოდიოდნენ. მაგრამ მეტი კონკურენცია უკეთესია ტურნირისთვის და ფანებისთვის.

Marca: ამაზე ბევრი ითქვა, მაგრამ ალბათ, გაგიკვირდათ, "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში მე-5 ადგილზე გახვედით?

ლიონელ მესი: სიმართლე გითხრათ, დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი პრიზია. ვიცოდი, რომ ამ სეზონში შანსი არ მქონდა, ასე რომ, არც არაფერი გამკვირვებია. 

Marca: ამ სეზონში გუნდი კარგად თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე, უკეთესი მოტივაცია გაქვთ წელს?

ლიონელ მესი: ბარსელონა ყოველ სეზონს ჩემპიონთა ლიგაზე ერთი მიზნით იწყებს, რომელსაც ლიგის მოგება ქვია. ჩემთვის, ჩემპიონთა ლიგა ყველაზე ძლიერი, ლამაზი და კარგი ტურნრირია. ის ყველასგან განხსვავებულია ყველას მისი მოგება სურს.

შეეშვით დემბელეს!

Marca: უსმან დემბელემ ტოტენჰემთან მაგარი გოლი გაიტანა. ჩანს, რომ ძალიან ნიჭიერია, მაგრამ, თითქოს, დაღვინება აკლია...

ლიონელ მესი: მას შესანიშნავი შანსი აქვს, რადგან მოედანზე ის ნამდვილი ფენომენია. ის შეიძლება გახდეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. სხვა მხრივ, ის ახალგაზრდა ბიჭია, რომელიც ახალ კლუბსა და ქალაქს ეგუება. რაც ნაკლებს ვილაპარაკებთ ამ თემაზე, მით უკეთესია.

უცილებელია, რომ მას მივცეთ საშუალება იყოს მშვიდად. მან უკვე გაანალიზა თავისი შეცდომები წარსულში და სწორი დასკვნებიც გამოიტანა. თან, ჩვენც ვეხმარებით, რომ ფეხბურთზე კონცენტრაცია არ დაკარგოს.

ჯანსაღი 'დუელი'

რონალდოსა და მესის დუელი უკვე წარსულია

Marca: არ გიკვირთ, რომ რეალს ძალიან დააკლდა კრიშტიანო რონალდო?

ლიონელ მესი: სეზონის დასაწყისში ვთქვი, რომ რეალი დიდებული კლუბია, იქ საუკეთესოები თამაშობენ, მაგრამ კრიშტიანო რონალდო ნებისმიერ კლუბს დააკლდებოდა. მას ძალიან ბევრი გოლი გააქვს და გუნდს სხვა ბევრი რამითაც ეხმარება. ასე რომ, არ მიკვირს, რომ კრიშტიანო რეალს ძალიან დააკდა. 

Marca: როგორ იხსენებთ იმ დროს, როცა ლა ლიგაში მთავარი თქვენი დუელი იყო?

ლიონელ მესი: ის დრო, როცა ერთ ლიგაში ვთამაშობდით და ორივე ვცდილობდით ჩვენს გუნდებთან ერთად გამარჯვებას, ძალიან კარგი იყო. ეს იყო ძალიან ჯანსაღი "დუელი", ორივე ვცდილობდით, მომატებას და ეს კარგი იყო მაყურებლებისთვის. 

Marca: ხშირად ამბობენ, რომ ნეიმარი პსჟ-ს დატოვებს და ან ბარსელონაში დაბრუნდება, ან რეალში გადავა...

ლიონელ მესი: ვფიქრობ, რომ რთული იქნება, როგორ უნდა დატოვოს ნეიმარმა პსჟ? ჩვენ ძალიან გაგვიხარდებოდა მისი დაბრუნება, მეგობრები ვართ, მაგრამ პსჟ სულაც არ აპირებს მის დათმობას. 

Marca: რას იტყვით ვიდეორეფერის (VAR) შესახებ?

ლიონელ მესი: თავიდან არ ვიყავი დადებითად განწყობილი. ნანახი არ მქონდა. ახლა კი მომწონს. ლა ლიგისთვის ეს ნამდვილი შვებაა. რაც მთავარია, ის კარგად მიიღო მაყურებელმაც და მოთამაშეებმაც. სისტემა სწრაფად მოერგო ლა ლიგას, მე ამას ნათლად ვხედავ.

კომენტარები

ბოლო ამბები