Thumbnail

'ვამაყობ ჩემი კანის ფერით!' - კულიბალის მიმართ რასისტული შეძახილები გაისმა

  • სენეგალელი ინტერთან მატჩში გააძევეს
  • "შემდეგში მგონი ყველაფერი ჩვენ ხელში უნდა ავიღოთ" ამბობს ანჩელოტი

კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მატჩის მსვლელობისას მთავარ მსაჯს შეხვედრის შეჩერება არაერთხელ თხოვა, მას შემდეგ, რაც ინტერის ფანების მხირდან, ნაპოლის მცველის - კალიდუ კულიბალის მიმართ რასისტული შეძახილები არაერთხელ გაისმა.

ინტერთან მატჩში ნაპოლის 2 მოთამაშე გააძევეს, ერთ-ერთი კულიბალი გახლდათ. სენეგალელმა მატეო პოლიტანოს წინააღმდეგ იუხეშა, რის გამოც ყვითელი ბარათი მიიღო... მსაჯის მიმართ სარკასტულად ტაშის დაკვირის შემდეგ კი მალევე მეორე მიიღო და წითელი ბარათიც დაიმსახურა.

"საშინელი ატმოსფერო იყო, მსაჯს მატჩის გაჩერება სამჯერ ვთხოვე..." ამბობს კარლო ანჩელოტი. "კულიბალი ჩვეულად მშვიდი იყო, თუმცა რასისტულმა შეძახილებმა წყობიდან გამოიყვანა. მგონი მომავალში ჩვენით უნდა ვიმოქმედოთ და თამაში ჩავშალოთ." აცხადებს ანჩელოტი.

"წაგებით გაბრაზებული ვარ, იმითიც, რომ გუნდელები დავაღალატე..." თქვა კულიბალიმ. "მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ჩემი კანის ფერით ვამაყობ, ვამაყობ იმით, რომ სენეგალელი ფრანგი ვარ, ნეაპოლიტანელი ვარ!"

კომენტარები

ბოლო ამბები