Thumbnail
  • ინტერისა და ნაპოლის მატჩის შემდეგ მილანის ქუჩებში ულტრასების შეტაკება დაიწყო
  • რამდენიმე ტიფოზი დაიჭრა, მილანური კლუბის ერთი გულშემატკივარი დაიღუპა

იტალიის ჩემპიონატის მე-18 ტურის მატჩის შემდეგ მილანში ტრაგედია მოხდა. ინტერისა და ნაპოლის დაპირისპირებას, რომელიც მილანელებმა ლაუტარო მარტინესის გოლით 1:0 მოიგეს, მილანის ქუჩებში გუნდების ულტრას გულშემატკივრებს შორის შეტაკებები მოჰყვა. ქუჩები ქაოსმა მოიცვა, რასაც ერთი მილანელი ტიფოზის სიცოცხლე შეეწირა.

ინტერის 35 წლის ფანს “ჯუზეპე მეაცას” სტადიონთან ახლოს, ავტომობილმა გადაუარა - გულშემატკივარი კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაცია მილანის პოლიციამ ხუთშაბათს ოფიციალურად დაადასტურა. როგორც გაირკვა, ავტომობილს ნაპოლის ფანი მართავდა. 

გარდა ამისა, პოლიციის ცნობით, ულტრასი ტიფოზების შეტაკებების შედეგად ნაპოლის 4 ფანი დაიჭრა. იტალიური მედიის ინფორმაციით, “სან სიროს” სიახლოვეს მასობრივ ჩხუბში დაახლოებით 50 ფანი მონაწილეობდა.

📺 ტიფოზების შეტაკების ამსახველი ვიდეო

📺 მარტინესის გამარჯვების გოლი ნაპოლის კარში

კომენტარები

ბოლო ამბები