Thumbnail
  • შენგელია ბასკონიას უნიკახასთან დააკლდა
  • სპეციალური ნიღაბი ქართველი ფორვარდისთვის

27 დეკემბერს ქართველთა ბასკონია ევროლიგის მე-15 ტურის მატჩს მოსკოვში ხიმკის წინააღმდეგ გამართავს. თორნიკე შენგელია ამ მატჩში უბრუნდება ბასკურ კლუბს, თუმცა, როგორც ამ შეხვედრაში, ისე ესპანეთის ჩემპიონატის მომდევნო მატჩებში ბასკონიას ქართველი კაპიტანი ნიღბით ითამაშებს.
თორნიკემ ბარსელონასთან მატჩში ცხვირი გაიტეხა და ახლა მხოლოდ ნიღბით შეუძლია თამაში. იმისთვის, რომ თოკომ თავი კომფორტულად იგრძნოს, ნიღაბი ისე დაამზადეს, რომ მაქსიმალურად მის სახეს მოარგეს. 

ხიმკის ამ მატჩში ლიდერი შვედი დააკლდება, ბასკონია ამ დაპირისპირებაში ფავორიტია. მეტ ჯენინგისა და შენგელიას გუნდი 14-დან 6 მოგებით მე-10 ადგილზეა, თუმცა მხოლოდ ერთით მეტი გამარჯვება აქვს საპლეიოფო ზონაში მყოფ ბაიერნს. 

სხვათა შორის, ბაიერნის თამაშიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი გახდა - 28 დეკემბერს მიუნხენში ბუდუჩნოსტი ჩადის, რომლის რიგებშიც ევროლიგაზე დებიუტი გოგა ბითაძეს ექნება. ბუდუჩნოსტი 3 გამარჯვებით ბოლოსწინა ადგილზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები