Thumbnail

TOP 5 | eSports-სახეობები, რომლებსაც მომავალ წელს უნდა ვუყუროთ

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • პოპულარულ eSports-სახეობებს 2019-ში სერიოზული კონკურენცია ელით
  • PUBG-მ Fortnite-ის ჩრდილიდან გამოაღწია და პოპულარობას იხვეჭს

2018 წელს არაერთი ახალ თამაშს გაუჩნდა საფუძვლიანი eSports მიმდევრობა და სოლიდური საპრიზო ფონდი. მართალია Fortnite-მა და Overwatch-მა ყველაზე დიდი ნაბიჯები გადადგეს წინ, მაგრამ არის თამაშები, რომელთა ზრდის ტენდენციაც იმისკენ მიგვანიშნებს, რომ 2019-ში უკვე პოპულარულ სახეობებს სერიოზული კონკურენცია ელით.

წარმოგიდგენთ ხუთ eSports-ს, რომლებსაც უკვე საკმაოდ ბევრი ხალხი თამაშობს და ზრდის დიდი პოტენციალი აქვს.

Call of Duty - Black Ops 4

მიუხედავად იმისა, რომ CoD-ის 'battleground' რეჟიმმა Fortnite-ს და PUBG-ს ვერაფერი მოუხერხა, მისით მაინც ბევრი დაინტერესდა. 2019 წლის სეზონის პირველი ღონისძიება (Call of Duty World League) თვის დასაწყისში გაიმართა და მას 'twitch.tv'-ზე 1.49 მილიონი საათის განმავლობაში უყურებდნენ. იგივე ღონისძიების ჯამური ყურების ხანგრძლივობა შარშან მხოლოდ 824.62 ათასი საათი იყო.

Call of Duty-ს კარგი ისტორია აქვს. მისი წინა ვერსიები 'შუთერების' მოყვარულებში პოპულარობით სარგებლობდა და Black Ops 4-ს მხოლოდ ამიტომაც ყავს ბევრი ენთუზიასტი. თამაში ახალია და სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ მის მიმართ ინტერესი სეზონიდან სეზონამდე იმატებს. ეს დიდმა ბრენდებმაც შეამჩნიეს და Asus-მა, MTN DEW-მ და Astro-მ CWL-სთან კონტრაქტები უკვე გააფორმეს.

PlayerUnknown's Battleground

რთულია მსოფლიოს ყველაზე პოპულარული თამაშის (Fortnite) ჩრდილში ყოფნა, მაგრამ PUBG-მ ეს იდეალურად მოახერხა. ამაში პოპულარული სტატისტიკური ვებ-გვერდი Steam Charts-იც დაგვემოწმება, რომელიც გვაჩვენებს, რომ ამ ბოლო დროს თამაშის პოპულარობა იზრდება.

შესაძლოა Fortnite-ს ტურნირების საპრიზო ფონდი 100 მილიონ აშშ დოლარს აღწევს, მაგრამ ტექნიკური პრობლემების გამო ელექტრონული სპორტის სცენაზე თამაშმა თავი ვერ დაიმკვიდრა. მეორეს მხრივ PUBG-ს უნიკალური პროფესიონალური გარემო აქვს ჩამოყალიბებული. კომპანიამ OGN-თან და Starladder-თან გააფორმა კონტრაქტი და რეგიონალური ლიგები გამართულად მუშაობენ. როგორც კი Fortnite-ს პოპულარობა დაიკლებს (და ეს გარდაუვალია), PUBG 'ბეთლროიალ' სცენას სრულად დაიპყრობს.

არ უარვყოფთ, რომ Fortnite კვლავ ნომერი ერთია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში PUBG-ს ​უფრო სტაბილური გარემო აქვს შექმნილი და ამას მსხვილი ინვესტორებიც ხედავენ.

Super Smash Bros

თავადაც მიკვირს, რომ სიაში Super Smash Bros მოხვდა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას ხანგრძლივი ისტორია და Nintendo უმაგრებს ზურგს. თამაშის ახალი ვერსია წინებზე ბევრად უკეთესია და ამაზე ყველა თანხმდება. SSB-ს პოპულარობა დღითიდღე იმატებს და თქმა უნდა, მაყურებელი 'twitch.tv'-ს სტრიმებსაც ემატება.

თამაშის სხვადასხვა მასშტაბის ტურნირები ყოველკვირეულად იმართება და კომპანიამ უკვე გააფორმა კონტრაქი Wendy's-თან და კოკა-კოლასთან.

ახლა Nintendo-მ თამაშის მოყვარულები რეგულარული განახლებებით და საინტერესო ღონისძიებებით უნდა შეინარჩუნოს და წარმატება გარანტირებულია.

Clash Royale

The Clash Royale League (CRL) წელს დაარსდა, მაგრამ თამაშში გუნდები უკვე ყავთ ისეთი სერიოზულ ორგანიზაციებს, როგორიც Cloud9, Fnatic, Team Liquid და Immortals არიან. 

ვინაიდან Royale სიაში ერთადერთი თამაშია, რომელსაც 'სმარტფონებზე' თამაშობენ, აღნიშნულმა ორგანიზაციებმა ტელეფონების მწარმოებელ 'ბრენდებთან' სარფიანი კონტრაქტები გააფორმეს. ამას დავუმატოთ ის, რომ Clash Royale-ს მთელს მსოფლიოში თამაშობენ და პრაქტიკულად ერთადერთი 'სმარტოფნზე' სათამაშო eSport-ია და მივხვდებით, რომ პოპულარობა გარანტირებულია.

YouTube-ზე CRL-ს ფინალებს უკვე 3.2 მილიონმა ადამიანმა უყურა. ვფიქრობთ, Clash Royale მომავალ წელს პოპულარობის ახალ ეტაპზე გადავა. 

Magic the Gathering - The Gathering Arena

Magic: The Gathering ახალი თამაში ნამდვილად არაა. პირიქით, ის ყველა აქტიურ ელექტრონულ სპორტზე უფრო ძველია, მაგრამ მას სამაგიდო თამაშის ფორმა ჰქონდა და არა კომპიუტერულის. აქამდე, Magic-ს არასდროს ჰქონია თანამედროვე პლატფორმა, რომელიც eSports სცენას შეავსებდა.

ახლა Magic: The Gathering Arena 'გეიმინგის' ყველა მოყვარულისთვის ხელმისაწვდომია.  თამაში გაშვების მომენტიდან ძალიან პოპულარულია, რადგან მას მრავალი წლის მანძილზე ელოდნენ.

სათამაშოების კომპანია Hasbro-ს წყალობით 2019 წელს ტურნირების საპრიზო ფონდი 10 მილიონი აშშ დოლარი იქნება და ამან უკვე მიიქცია ინვესტორების და პოტენციური სპონსორების ყურადღება. 'დეველოპერების' თქმით, თამაში იმ განწყობით შეიქმნა, რომ ელექტრონულ სპორტად უნდა ქცეულიყო. Magic-ს eSports-ის ელიტარულ ეშელონში მოხვედრის შესანიშნავი შანსი აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები