Thumbnail
  • ატალანტას იუვენტუსთან მოგებამდე ცოტა დააკლდა
  • ტურინელები მარცხისგან კრიშტიანო რონალდომ იხსნა

იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში, ბერგამოს ატალანტამ იუვენტუსს საკუთარ მოედანზე უმასპინძლა და მოგებამდე ცოტა დააკლდა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. დამარცხების შემთხვევაში, იუვენტუსი სეზონში პირველ მატჩს წააგებდა.

ტურინელთათვის შეხვედრა კარგად დაიწყო, სტუმრებმა მე-2 წუთზე გახსნეს ანგარიში, ჯიმშიტიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მასპინძლებმა დუვან საპატას გოლით გაათანაბრეს, კოლუმბიელმა 24-ე წუთზე ლეონარდო ბონუჩის აჯობა და შჩესნის ლამაზი გოლი გაუტანა.

მეორე ტაიმი იუვენტუსისთვის ცუდად გაგრძელდა. როდრიგო ბენტანკურმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ალეგრის გუნდი ათი კაცით დარჩა. წითელი ბარათიდან 3 წუთში, ატალანტამ კუთხური ჩამოაწოდა და საპატამ დუბლი შეასრულა. ტურინელებს მხსნელად კრიშტიანო რონალდო მოევლინა, რომელიც მინდორზე ცვლილებაზე გამოვიდა და თავური დარტყმით ანგარიშის გათანაბრება შეძლო.

იუვენტუსმა წაუგებელი სერია გააგრძელა. ტურინულ კლუბს 18 მატჩში 50 ქულა აქვს. ალეგრის გუნდმა 16 მატჩი მოიგო და მხოლოდ ორ შეხვედრაში დაკარგა ქულები. (ატალანტასთან 2:2 და ჯენოასთან 1:1). ბოლოს იუვენტუსმა ორი გოლი სერია A-ში კიევოსთან გაუშვა, როდესაც პირველი ტურის მატჩში 3:2 მოიგო.

კრიშტიანო რონალდოს სეზონში 12 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში პოლონელ პიონტეკს მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩება. იუვენტუს მომდევნო ტურის მატჩს სამპდორიასთან, საკუთარ მოედანზე გამართავს.

იუვენტუსი(4-3-3): შჩესნი - დე შილიო, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო, დე შილიო - ჯანი, ბენტანკური, ხედირა - კოშტა, დიბალა, მანჯუკიჩი

ცვლილებაზე შემოვიდნენ: დუგლას კოშტას ნაცვლად მირალემ პიანიჩი (57), ხედირას ნაცვლად რონალდო (78).

კომენტარები

ბოლო ამბები