Thumbnail

ორი ქართველი მსოფლიოს თავში - პეტრიაშვილი და იაკობიშვილი პირველი ნომრები არიან

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • გენო პეტრიაშვილისა და ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ორთაბრძოლები წლის საუკეთესო სამეულში დაასახელეს.
  • წლის რეიტინგში ორი ქართველი თავიანთ წონებში ლიდერობს.
  • ესენია ზურაბ იაკობიშვილი და გენო პეტრიაშვილი.

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ, რომელსაც ახლა მსოფლიოს გაერთიანებული ჭიდაობა ჰქვია (UWW), 2017 წლის საუკეთესო ორთაბრძოლები დაასახელა.

თავისუფალ ჭიდაობაში წლის საუკეთესო სამეულში 2 ორთაბრძოლა  ქართველი მოჭიდავეების შესრულებით მოხვდა. 

მე-3 ადგილზეა ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი ნოვი სადში, სადაც ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61 კგ) რუს ახმედ ჩაკაევს ეჭიდავებოდა. ჩაკაევი ჯერ 5:0-ს იგებდა, შემდეგ 7:4-ს, მაგრამ საბოლოოდ ქართველმა ფალავანმა შეძლო გამარჯვება და ის ევროპის ჩემპიონი გახდა.

მე-2 ადგილზეა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ორთაბრძოლა 125 კგ. წონით კატეგორიაში - გენო პეტრიაშვილი თურქი ტაჰა აკგიულის წინააღმდეგ. გენო 8:4-ს იგებდა, მაგრამ სახელოვანმა თურქმა ფალავანმა გაათანაბრა, თუმცა ბოლო სიტყვა ისევ ქართველმა თქვა და ის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

პირველ ადგილზეა ამერიკელი კაილ სნაიდერისა და რუსი რაშიდ სადულაევის ორთაბრძოლა, რომელიც ამერიკელმა ბრწყინვალე სტილში მოიგო და ამერიკას გუნდური ოქრო 1995 წლის მერე პირველად მოუტანა.

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ ქართველთა მონაწილეობით ეს ლამაზი ორთაბრძოლებიც გამოარჩია.


რეიტინგები

აქვე გაგაცნობთ UWW-ს წლის საბოლოო რეიტინგ-ლისტს.

ზურაბ იაკობიშვილი 65 კილოში მსოფლიოს პირველი ნომერია

თავისუფალ ჭიდაობაში ორი ქართველი ფალავანი თავის წონაში პირველი ნომერია - მსოფლიოს ჩემპიონები, ზურაბ იაკობიშვილი (65) და გენო პეტრიაშვილი (125), ხოლო ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61) მესამე ადგილზეა. 

გთავაზობთ ქართველი ფალავნების სარეიტინგო მდგომარეობას წონების მიხედვით. 

57 კგ.

წონის ლიდერი: იუკი ტაკაჰაში (იაპონია)
ბექა ლომთაძე მე-7 ადგილზეა.

61 კგ.

წონის ლიდერი: ჰაჯი ალიევი (აზერბაიჯანი)
3. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

65 კგ.

წონის ლიდერი: ზურაბ იაკობიშვილი (საქართველო)

70 კგ.

წონის ლიდერი: ფრანკ მარკესი (იტალია)
5. ზურაბ ერბოწონაშვილი. 

74 კგ.

წონის ლიდერი: ჯორდან ბაროუზი (აშშ)
16. ავთანდილ კენჭაძე

86 კგ.

წონის ლიდერი: ჰასან იაზდანიჩარატი (ირანი)
19. დავით ხუციშვილი

97 კგ.

წონის ლიდერი: კაილ სნაიდერი (აშშ)
6. ელიზბარ ოდიკაძე

125 კგ.

წონის ლიდერი: გენო პეტრიაშვილი (საქართველო)

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

რაც შეეხება ბერძნულ-რომაულ ჭიდაობას, წონების ლიდერთა შორის, სამწუხაროდ, ქართველი ფალავნები არ არიან.

საუკეთესო შედეგი აქვთ რობერტ ქობლიაშვილსა (85) და რევაზ ნადარეიშვილს (98), ისინი თავიანთ წონაში მე-4 ადგილს იკავებენ.

ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი (80) მე-6 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები