Thumbnail

ლებრონ ჯეიმსი: 'კარგი იქნება, თუ ის ლეიკერსს შეუერთდება'...

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლებრონ ჯეიმსი კარმელო ენტონის შესახებ საუბრობს
  • ლეიკერსის ლიდერს სჯერა, რომ ის ენტონის დახმარებას შეძლებს

ლებრონ ჯეიმსმა მედიასთან კარმელო ენტონიზე ისაუბრა. ენტონი ახალ გუნდს ეძებს. ჰიუსტონიდან გამოშვების შემდეგ, კარმელო უგუნდოდაა. ამერიკელი კალათბურთელის კარიერის გაგრძელების ერთ-ერთი ვარიანტად ლეიკერსს ასახელებენ.

ჯეიმსმა განაცხადა, რომ ძალიან ბევრი კითხვას უსვამენ მას ენტონის შესახებ. ლებრონის აზრით, კარგი იქნება, თუ კარმელო ენტონი ლეიკერსს შეუერთდება, რადგანაც ჯეიმსს სჯერა, რომ მას კვლავ შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში.

ლებრონ ჯეიმსი: 'მჯერა, რომ კარმელოს დახმარებას შევძლებ. მასზე უფრო კარგად ვიცი მისი საუკეთესო და ძლიერი მხარეები. თუ მისი დამატების შესაძლებლობა გვექნება, ამას აუცილებლად მივესალმები.'

ოკლაჰომაში გატარებული წინა სეზონის შემდეგ, კარმელო ჯერ ატლანტაში აღმოჩნდა, რის შემდეგაც ახალი სეზონი ჰიუსტონში დაიწყო, სადაც 10 თამაშში საშუალოდ 13,4 ქულასა და 5,4 მოხსნას აგროვებდა.

კარმელო ჰიუსტონიდან 15 ნოემბერს გამოუშვეს და ამ დრომდე ახალ გუნდს ეძებს.

კომენტარები

ბოლო ამბები